საქართველოს ძიუდოს ნაკრებმა 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი სამი მედლით დაასრულა

საქართველოს ძიუდოს ნაკრებმა 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი სამი მედლით დაასრულა.

ქართველმა ძიუდოისტმა ილია სულამანიძემ ხორვატიის ქალაქ პორეჩეში ევროპის ჩემპიონატზე იუნიორთა შორის 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა. მან ფინალურ ორთაბრძოლაში თურქი მერთ სისმანლარი იპონით დაამარცხა.

ტურნირის დასკვნით დღეს მძიმეწონიანთა ორთაბრძოლაში (+100 კგ) ბრინჯაო საბა ინანეიშვილმა აიღო. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ქართველმა ფალავანმა პოლონელ ვიოჩეკ კორდალიკს სძლია.

ტურნირის პირველ დღეს კი ვერცხლი ლუკა კაპანაძემ (-66 კგ) აიღო.

ჭაბუკთა შორის საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.