“შენ რა გვიჭირს, ამერიკაში ხარ”  –  სტერეოტიპები და ნამდვილი ემიგრანტობა

map of united states with random one hundred dollars bills

ემიგრანტის წერილი, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ, რამდენიმე თვის წინ დაიწერა, აქტუალობა დღემდე არ დაუკარგავს და, სამწუხაროდ, ალბათ, კიდევ დიდხანს არ დაკარგავს. მისი ავტორი ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტია, რომელიც საუბრობს იმაზე, რაც თითქოს ყველამ ისედაც კარგად იცის – რომ ემიგრანტობა სულაც არაა ისეთი ვარდისფერი, როგორიც სოციალურ ქსელში ჩანს, რომ ღიმილიანი ფოტოების მიღმა მძიმე შრომა იმალება და რომ, ბოლოს და ბოლოს, ფული ხეებზე ამერიკაშიც კი არ იზრდება: 

“უნდა დავწერო!!

შემდგომში, კიდევ ბევრ სხვა რამეს დავწერ!!

ზარი საქართველოდან:

“ბიჯო რაშვები გიორგია სიმონ ეეწყვე მაქეთ? არი რამე ხოდი მაქანე ჩამოსვლის? ვინმეს საკონსულოში ხომარ ყავს ნაცნობი? ძაღლი რო ვასეირნო და მოსასაქმებულად გევიყვანო ერთ 200$-ს არ გადამიხდიან? სამსახური ყოფილა ოჯახში მარტო საყიდლებზე გეიყვან და მერე თავისუფალი ხარ, 200$ იხდიან დღეში (ზეციური, არაამქვეყნიური აზრები)… “

ასეთი ძაღლის სახეობა აქ ფიზიკურად არაა. თუ იქნება სავარაუდოდ კუჭში არ გავა. უკუჭნაწლავო იქნება.  ის ხე, ფულს რომელიც ისხამდა, რომ ჩამოვედი, გვალვებმა მოუწია და გაახმო. ყველა ემიგრანტს გვაქვს სათქმელად, რომ საქართველოდან სრულიად განსხვავებული (უდარდელი) ჩანს ჩვენი ემიგრანტების აქაური ცხოვრება.გული გვტკივა, ჩვენს წვალებას, ფიზიკურ შრომას, ფსიქოლოგიურ დატვირთვას, ნოსტალგიურ ფონს საჭიროდ რომ ვერ აფასებენ. ჩვენი მეგობრები, ნათესავები, უბრალო ნაცნობი თუ უცნობი ქართველები.

ეს თემა ემიგრანტებში ძალიან აქტუალურია, თითქმის ყოველდღიური სასაუბრო!!

#პიცაზეცვიმუშავე

#პროფილაქტიკაშიც

#ტაქსზეც

#ტრაილერზეც

#ჯანდაბაშიც

სამწუხაროდ, დაღლილ, გამაზუთებულ თუ ბომჟივით ჩაცმულზე გადაღებული ფოტო არ ამიტვირთავს, რომ აქაური რეალობა აღმებეჭდა.

დღეს ჩემს face-ს გვერდს რომ გადავხედე, თავი ოსკარის დაჯილდოვებაზე მეგონა. ერთი ფიქრი დავფიქრდი, ხოიცი?!გამიკვირდა, მე თუ ვიყავი. სულაც არ ვგავდი, მუშაობით დაღლილ და ნოსტალგიით დამწუხრებულ ემიგრანტს. მერე თვალი გადავავლე ჩემი ემიგრანტი ფრენდებისპოსტებს, ფოტოებს და იცი რას მივხვდი, ხალხნო? საქართველოდან კი არა მე, აქ მცხოვრებ ემიგრანტს შემეპარა ეჭვი და გამიჩნდა ფიქრი  “შენ რა გვიჭირს ამერიკაში ხარ”  ცხოვრებაზე.

კუდაბზიკა ერი რომ ვართ, ეს ჩემამდეც უთქვამთ და კიდევ ბევრჯერ იყტვიან. ამ პერო სურათების ატვირთვის მაგივრად ( ან ამათთან ერთად) იყოს, ვინ სად, როგორ, რა ფორმაში და პირობებში ვმუშაობთ, იმას რომ ვდებდეთ,დარწმუნებული ვარ, იქაური წარმოდგენაც და მოთხოვნილებაც ჩვენზე აბსოლუტურად სხვანაირი იქნებოდა.

ჩემი, შენი და ყველა ემიგრანტის დამსახურებაა ასეთი რეალობა რომ დგას დღეს ჩვენს გარშემო. ერთი თვე რომ ლივინით იმუშავებ, ქალი/კაცი. მოწყვეტილი იქნები ამ ქვეყანას, მთელი ეს დრო, იცხოვრებ ვიღაცის ბებრული ცხოვრებით. ერთი დღით გამოხვალ დასასვენებლად, ატვირთავრესტორანში გადაღებულ სურათს კაი ბრენდებში გამოწყობილი… აბა არ მოგივა მეორე დღეს ?? “500$ გექნება ერთი კვირით, თუ არადა 100$ ც იყოს, არაა პრობლემაო.” იმ ჩაჯმული ბებოს სურათი უნდა დადო და აცხოვრო შენი რეალობით ის ხალხი, ვისაც ზღაპრული წარმოდგენა აქვს შენს ყოველდღიურობაზე. მე არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, პირიქით, პატიოსანი შრომა ყველასგან დასაფასებელია.

არც არაფერზე ვწუწუნებ. მადლობა ღმერთს რომ ჯანი, წყალობა და შანსი მომცა აქ ჩამოსვლის, ჩემს ოჯახზე და საყვარელ ადამიანებზე პატიოსანი შრომით დაუღალავად ვიზრუნო.

ჩემს სათქმელს გამგები გაიგებს. ხალხი, რომლებსაც ჩემს გულში მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ.

ღმერთმა გამოგაფხიზლოს, საქართველო

God Bless Amerika”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები