ნოემბრის თვის განახლებული ფრენების განრიგი ცნობილია
6 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით დაგეგმილი განახლებული ფრენების განრიგი ასე გამოიყურება
1. კომერციული ჩარტერული ავიარეისები – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციის თანახმად, 2020 წლის 6 ნოემბერი-30 ნოემბრის პერიოდში კომერციული ჩარტერული ფრენების განხორციელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოს მიმართულებით და პირიქით, იგეგმება შემდეგი განრიგით:
[მგზავრთა გადაყვანა ორივე მიმართულებით]
-
თბილისი - ამსტერდამი - თბილისი - 7 ნოემბერი, 9 ნოემბერი, 14 ნოემბერი, 16 ნოემბერი, 21 ნოემბერი, 23 ნოემბერი, 28 ნოემბერი, 30 ნოემბერი - ავიაკომპანია "Georgian Airways";
-
თბილისი - ბერლინი - თბილისი - 11 ნოემბერი, 18 ნოემბერი, 25 ნოემბერი - ავიაკომპანია "Georgian Airways";
-
თბილისი - დუბაი - თბილისი - 11 ნოემბერი - ავიაკომპანია "Georgian Airways";
-
თბილისი - ვენა - თბილისი - 8 ნოემბერი, 15 ნოემბერი, 22 ნოემბერი, 29 ნოემბერი - ავიაკომპანია "Georgian Airways";
-
თბილისი - პარიზი - თბილისი - 6 ნოემბერი, 10 ნოემბერი, 13 ნოემბერი, 17 ნოემბერი, 20 ნოემბერი, 24 ნოემბერი, 27 ნოემბერი - ავიაკომპანია "Georgian Airways"
-
ათენი - თბილისი - ათენი - 23 ნოემბერი - ავიაკომპანია "Aegean Airlines";
-
დოჰა - თბილისი - დოჰა - 6 ნოემბერი, 13 ნოემბერი, 20 ნოემბერი, 27 ნოემბერი - ავიაკომპანია "Qatar Airways";
-
ვარშავა - თბილისი - ვარშავა - 7 ნოემბერი, 14 ნოემბერი, 21 ნოემბერი - ავიაკომპანია "Lot Polish Airlines";
-
კიევი - ბათუმი - კიევი - 24 ნოემბერი - ავიაკომპანია "Yan Airlines";
-
სტამბოლი - თბილისი - სტამბოლი - 19 ნოემბერი, 26 ნოემბერი - ავიაკომპანია "Pegasus Airlines";
-
სტამბოლი - თბილისი - სტამბოლი - 7 ნოემბერი, 14 ნოემბერი, 21 ნოემბერი, 28 ნოემბერი - ავიაკომპანია "Turkish Airlines";
[მგზავრთა ტრანსპორტირება ცალმხრივად საქართველოდან მგზავრების გაყვანის მიზნით]
-
აქტაუ - თბილისი - აქტაუ - 12 ნოემბერი, 19 ნოემბერი, 26 ნოემბერი - ავიაკომპანია "SCAT";
-
თბილისი - ვარშავა - თბილისი - 6 ნოემბერი - ავიაკომპანია "MyWay Airlines";
-
კიევი - თბილისი - კიევი - 7 ნოემბერი, 14 ნოემბერი, 21 ნოემბერი, 28 ნოემბერი - ავიაკომპანია "SkyUp Airlines";
-
მინსკი - თბილისი - მინსკი - 6 ნოემბერი, 13 ნოემბერი, 20 ნოემბერი, 27 ნოემბერი - "Belavia";
-
სტამბოლი - თბილისი - სტამბოლი - 8 ნოემბერი, 12 ნოემბერი, 15 ნოემბერი - ავიაკომპანია "Pegasus Airlines";
-
სტამბოლი - თბილისი - სტამბოლი - 11 ნოემბერი, 18 ნოემბერი - ავიაკომპანია "Turkish Airlines".
2. რეგულარული ფრენები – ამ ეტაპზე, საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ფრენებს ახორციელებენ ავიაკომპანიები: “Lufthansa” და “Air France”. აღნიშნული ავიაკომპანიები 2020 წლის 6 ნოემბერი-30 ნოემბრის პერიოდში რეგულარულ რეისებს შეასრულებენ შემდეგი განრიგით: [მგზავრთა გადაყვანა ორივე მიმართულებით]
-
მიუნხენი - თბილისი - მიუნხენი - 6 ნოემბერი, 9 ნოემბერი, 13 ნოემბერი, 16 ნოემბერი, 18 ნოემბერი, 20 ნოემბერი, 23 ნოემბერი, 25 ნოემბერი, 27 ნოემბერი, 30 ნოემბერი - ავიაკომპანია "Lufthansa";
-
პარიზი - თბილისი - პარიზი - 7 ნოემბერი, 11 ნოემბერი, 14 ნოემბერი, 18 ნოემბერი, 21 ნოემბერი, 25 ნოემბერი, 28 ნოემბერი - ავიაკომპანია "Air France".
სამოქალაქო ავიაციის საგეენტოს ინფორმაციით, ავიაკომპანია Wizz Air, დროებით, 19 დეკემბრამდე აუქმებს უკვე განახლებულ ფრენებს რიგა-ქუთაისი-რიგას მიმართულებით, ასევე, ავიაკომპანიამ 18 დეკემბრამდე გადადო ოპერირების განახლება დორტმუნდი-ქუთაისი-დორტმუნდის მიმართულებით და 2021 წლის 12 იანვრამდე ვილნიუსი-ქუთაისი-ვილნიუსის მიმართულებით. რეგულარული რეისების გაუქმების მიზეზი ლატვიის, გერმანიისა და ლიეტუვას მიერ, ადგილზე ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო დაწესებული სასაზღვრო და სანიტარული შეზღუდვები სახელდება. ამავე შეზღუდვების გამო, ამ ეტაპზე 28 ნოემბრამდე დანიშნული რეგულარული რეისები გააუქმა AirBaltic-მა, თუმცა ავიაკომპანია შეასრულებს სარეპატრიაციო ფრენებს საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის და უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქვეყნიდან გაყვანის მიზნით. ცვლილებებია ავიაკომპანია “Georgian Airways”-ის ფრენის განრიგში. სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის მიხედვით, ავიაკომპანია თბილისი-ბერლინი-თბილისის და თბილისი-ვენა-თბილისის მიმართულებებზე ოპერირებას გააგრძელებს მხოლოდ ერთი სიხშირით. შესაბამისად, თბილისი-ბერლინი-თბილისის საჰაერო ხაზზე უქმდება 6, 13, 20 და 27 ნოემბრის რეგულარული რეისები, ხოლო თბილისი-ვენა-თბილისის საჰაერო ხაზზე 5, 12, 19 და 26 ნოემბრის ფრენები.
გამომდინარე იქედან, რომ COVID-19 პანდემიის პირობებში ავიაციის სექტორისთვის ვითარება რთულად პროგნოზირებადია და მსოფლიოში ინფიცირების შემთხვევების ზრდის ფონზე, სახელმწიფოების მიერ კვლავ წესდება სასაზღვრო და სანიტარული შეზღუდვები, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს და ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს.