ისრაელში შოთა რუსთაველის ბიუსტი დაიდგა

პოეტი, მხატვარი, პროზაიკოსი, ხატთა შემამკობელი, ზვიად გამსახურდიას და გალაკტიონის პრემიების ლაურეატი, თინათინ მღვდლიაშვილი მსოფლიო პოეზიის მეფეთა მეფე შოთა რუსთაველის ბიუსტის წმინდა მიწაზე დადგმას ეხმიანება და სოციალურ ქსელში სასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს:

„გილოცავ, ჩემო საქართველო! ისრაელში, ქალაქ კირიათ ბიალიკში შოთა რუსთაველის ბიუსტი დაიდგა! ჯვრის მონასტერში შოთას ფრესკა რომ დაგვიკაწრეს, მას შემდეგ, ასე არაფერი გამხარებია. დიდება რუსთაველს და მის სამშობლოს – საქართველოს!

საქართველო – „ვეფხისტყაოსნის“ და შოთა რუსთაველის ქვეყანა!.. შემოგევლე შენ, პოეტთა მეფეთა მეფევ! ქართველთა სამეფოს მეჭურჭლეთუხუცესო!.. ჩვენო დიდებავ და სიამაყევ!.. შენი ფეხის მტვერი – თინათინ მღვდლიაშვილი. გთხოვთ, პატივი ეცით შოთა რუსთაველს და ნუ აგზავნით უგემოვნო მოძრავ გიფებს. თუ თქვენი კლავიატურა არ მუშაობს, ან წერა არ იცით, მოიწონეთ და გაიარეთ… – წერს მღვდლიაშვილი.

ისრაელში, ქალაქ კირიათ ბიალიკში შოთა რუსთაველის ახალ ბიუსტზე მითითებულია წარწერა:

„შოთა რუსთაველი (1160-1220). დიდი ქართველი პოეტი და მოაზროვნე, ავტორი საქვეყნოდ ცნობილი პოემისა „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც მსოფლიოს მრავალ ლიტერატურათმცოდნეთა მიერ მიიჩნევა შუა საუკუნეების მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ექსპონატად.

ძეგლი შემოწირულია ქ. ქუთაისის საპატიო მოქალაქის და ქველმოქმედის ექიმ მერაბ კვიცარიძის მიერ, ნიშნად დაძმობილებული ქალაქების კირიათ ბიალიკისა და ზესტაფონის ურთიერთშორის მჭიდრო კავშირის განმტკიცებისა“. შეგახსენებთ, რომ 2008 წელს შოთა რუსთაველის ძეგლი, ქ. რომში, პარკ Villa Borgese ში (ნიკა რურუას დამსახურებით) დაიდგა, წარწერით:

„შოთა რუსთაველი დიდი ქართველი პოეტი XII საუკუნე“.

nostal.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.