იაპონიის ქალაქ ოიტაში ქართული კინოფესტივალი გაიხსნა

იაპონიაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის სოფო ბადიაშვილისა და კინოთეატრ „Cinema 5”-ის ორგანიზებით, იაპონიის ქალაქ ოიტაში ქართული კინოფესტივალი გაიხსნა, სადაც ნაჩვენები იქნა  ფილმი „ქეთო და კოტე“.

ფესტივალის გახსნით ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებისთვის, ასევე, მოეწყო  ახალგაზრდა ელჩის პრეზენტაცია საქართველოსა და ქართული კულტურის შესახებ. კინოფესტივალის ფარგლებში იაპონელ მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, ყოველთვიურად იხილოს ქართული ფილმები.

კინოფესტივალი ხორციელდება იაპონიაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტის – „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ ფარგლებში და იაპონიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით.

აღსანიშნავია, რომ წელს, იაპონიის გარდა,  პროექტი „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და “მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD)“ თანამშრომლობით, მსოფლიოს 24 ქვეყანაში მიმდინარეობს.

ყოველწლიური საგრანტო პროექტის საშუალებით საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდებს, ღია კონკურსის საფუძველზე, შესაძლებლობა ეძლევათ ერთწლიანი საპატიო მანდატით გახდნენ „საქართველოს ახალგაზრდა ელჩები“ მათ ადგილსამყოფელ ქვეყნებში. პროგრამის მიზანია, უცხოეთში მყოფ ქართველი ახალგაზრდებთან მჭიდრო კავშირების დამყარება და მათი ჩართულობით საქართველოსა და ქართული კულტურის პოპულარიზაცია უცხოელ ახალგაზრდებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.