შექმენი დამოუკიდებელი რობოტი მანქანა და გახდი Technion-ის სტიპენდიანტი

სკოლის მოსწავლეებისთვის,  ვინც დაინტერესებულია ტექნოლოგიებითა და გამომგონებლობით, ტექნოლოგიების სფეროში მსოფლიოს წამყვანი სასწავლებელი – ისრაელის ტექნოლოგიური ინსტიტუტი – ტექნიონი ( הטכניון – מכון טכנולוגי לישראל | Technion ) აცხადებს Robotraffic -ის კონკურს.

ისრაელის საელჩოს ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მოსწავლეთა ჯგუფს და მათი მთავარი ამოცანაა შექმნან დამოუკიდებელი რობოტი მანქანა, რომელიც დაემორჩილება შუქნიშნისა და მოძრაობის დანარჩენ წესებს.

გამარჯვებული გუნდის ყველა წევრი მიიღებს ერთწლიან სასწავლო სტიპენდიას Technion-ის ინსტიტუტში!

მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია უნდა გაიაროთ 15 ნოემბრამდე, ხოლო ნიმუშის, შესაბამისი კონსტრუქციის წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 1 მარტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები