ინფორმაცია უნგრეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უნგრეთის მთავრობამ 4 ნოემბრიდან ქვეყანაში  90 დღით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და შეზღუდვები დააწესა:

„• ღამის 12 საათიდან დილის 5 საათამდე ქვეყანაში მოქმედებს კომენდანტის საათი. აღნიშნულ პერიოდში მოქალაქეებს ეკრძალებათ გარეთ გასვლა;

  • ქვეყანაში შემოსვლაზე მოქმედი რეგულაციები გაგრძელდა 1 დეკემბრამდე;
  • სკოლები და საბავშვო ბაღები კვლავ ღია რჩება. ამ ეტაპზე მთავრობა არც მაღაზიების რესტორნების და კაფეების დახურვას გეგმავს. თუმცა, რესტორნებსა და კაფეებში პირბადის მოხსნა შესაძლებელი იქნება მხოლოდ შეკვეთის მოტანის შემდეგ;
  • თეატრებში, კინოსა და სპორტდარბაზებში ნიღბის ტარება სავალდებულოა. მაყურებლები დარბაზში უნდა განთავსდნენ ყოველი სამი სკამის გამოტოვებით;
  • მკაცრდება კონტროლი ნიღბების ტარებასთან დაკავშირებით – მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილი ჯგუფები ყველგან გააკონტროლებენ თუ რამდენად იქნება დაცული ნიღბების ტარება და სოციალური დისტანცია. პირები, რომლებიც პირბადის ტარების წესებს დაარღვევენ, დაჯარიმდებიან! წესების დამრღვევ რესტორნებსა და მაღაზიებს კი დახურვა ემუქრებათ;
  • საზოგადოებრივ ტრანსპორტში სოციალური დისტანციის უზრუნველყოფის მიზნით, მთავრობამ გაზარდა ავტობუსების და ტრამვაების მოძრაობის სიხშირე;
  • მთელი ქვეყნის მასშტაბით ავტომობილების პარკინგი კვლავ უფასო გახდა.“ – ნათქვამია უნგრეთში საქართველოს საელჩოს განცხადებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.