ინფორმაცია ესპანეთის სამეფოში გამგზავრების მსურველთათვის

ესპანეთის სამეფოს მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმის ფარგლებში ესპანეთში შესვლა დროებით აეკრძალათ. ევროკავშირის 22 ოქტომბრის რეკომენდაციაზე დაყრდნობით და საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, ესპანეთის სამეფომ საქართველო ამოიღო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან.

გამონაკლისით ისარგებლებენ ქვემოთ მოცემული ძირითადი კატეგორიის მოქალაქეები:

ევროკავშირის და შენგენის ზონის ქვეყნების ან ანდორის ბინადრობის ნებართვის მქონე მოქალაქეები, რომელიც მიემართებიან საკუთარ საცხოვრებელ ადგილზე, ფლობენ ესპანეთის სამეფოში შემოსვლის უფლებას.

ევროკავშირის და შენგენის ზონის ქვეყნების გრძელვადიანი ვიზის მქონე მოქალაქეები, რომლებიც მიემართებიან საცხოვრებელ ადგილზე, ფლობენ ესპანეთის სამეფოში შემოსვლის უფლებას, შესაბამისად სტუდენტური და სამუშაო ვიზებიც შედის ამ კატეგორიაში.

„მოქალაქეებზე რომლებიც სარგებლობენ გამონაკლისებით, ესპანეთის სამეფოში შემოსვლისას კარანტინის, თვითიზოლაციის ან PCR ტესტის სავალდებულო მოთხოვნა არ არის დაწესებული. დაწესებული რეგულაციით, იმ მგზავრებმა, რომლებიც სარგებლობენ გამონაკლისით, ესპანეთში შემოსვლამდე 48 საათით ადრე უნდა შეავსონ სპეციალური ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა ვებ-გვერდზე და მიღებული QR-კოდი წარადგინონ საზღვარზე. მგზავრებს ქვეყანაში შემოსვლისას აეროპორტში უზომავენ სიცხეს, ხოლო სიცხის აღმოჩენის შემთხვევაში გადაჰყავთ სამედიცინო დაწესებულებაში სადაც სახელმწიფოს ხარჯზე უტარდება COVID-19-ზე ტესტი. დადებითი პასუხის შემთხვევაში პაციენტი გადაყვანილი იქნება მის მიერ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ მისამართზე, სადაც პაციენტი თვითიზოლაციის რეჟიმში იქნება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ,“ – ნათქვამია ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს http://spain.mfa.gov.ge/default.aspx…

შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე საქართველო მიეკუთვნებოდა იმ ვიწრო ქვეყნების სიას, რომელიც ესპანეთის მთავრობამ უსაფრთხო ქვეყნად მიიჩნია და რომ 2020 წლის 4 ივლისიდან ესპანეთის სამეფოში უვიზო რეჟიმის ფარგლებში მოგზაურობა საქართველოს მოქალაქეთათვის ნებადართული იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.