Nina & Nutsa Vlog ახალი ამბები დიასპორები სლაიდერი წერილები

ემიგრანტი, რომლის ოჯახის წევრებიც კოვიდინფიცირებულები არიან, მიმართვას ავრცელებს 

იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის, ხათუნა შარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ემიგრანტი იმ მძიმე ვითარების შესახებ ყვება, რომელიც საქართველოსა და იტალიაში პანდემიამ შექმნა – მისი ოჯახის წევრებიც კოვიდინფიცირებულები არიან:

“პირველი, რაც გავიფიქრე იყო – დაიწყო! ცუდი ამბების დასაწყისი დაიწყოთქო, ვუთხარი საკუთარ თავს. თავშივე ცხადი იყო, როგორ განვითარდებოდა მოვლენები. ლუკმა-ლუკმა ნიუსებიდანელვის უსწრაფესად აღმოვჩნდით ინფორმაციის ქარბორბალაში და ყველანი დიდი გაუგებრობის ერთ ქვაბში ვიხარშებოდით. ეჭვები, ვარაუდები, ვერსიები და პირველივე შოკი, როცა მსოფლიო დაიკეტა. ნახევარი მსოფლიო გაჰყვიროდა, რომ სიმართლეა, მეორე ნახევარი ამოჰკიოდა, ტყუილიაო.

ახლა არსებითიიმნიშვნელობა არ აქვს, ვირუსი ხელოვნურია თუ ბუნებრივი. ჩემთვის ნამდვილია! ახალი წესების შეგუება მეც გამიჭირდა. ძნელია, როცა ეჭვები გრღნის, მაგრამ კანონი კანონია და ნებით თუ ძალით ვიცავდი! ზედმიწევნით სწორად! არც მსხვერპლის როლში ყოფნა მსურს და არც სხვისთვის ზიანის მომტანი მინდა ვიყო.

დღეს საქართველოს მთავრობამ პირბადის ტარება სავალდებულო გახადა და ჯარიმა 20 ლარი დააწესა! (აქ 3 000 ევროა ჯარიმა).

დღეს პირბადის ტარების სავალდებულო წესის შემოღების გამო, სოციალურ ქსელში უამრავი უარყოფითი შეფასება წავიკითხე. მათ შორის, ჩემი მეგობრების პოსტებიც.

ამიტომ, მე, ჩემს პრაქტიკაზე დავწერ, ეგებ ვინმეს გამოადგეს:

ბოლო ერთი თვეა, სამსახურში, სრულ სამ საათს პირბადით ვატარებ. მიჭირს, მაგრამ ეს სავალდებულოა! ქუჩაში და ნებისმიერი სოციალური აქტივობის პროცესში, გამუდმებით მიწევს პირბადის ტარება. ჩემი მეორეკლასელი შვილი კვირაში ერთი დღით მიდის სკოლაში, დანარჩენ დღეებში ონლაინ გაკვეთილები უტარდება. თოთხმეტი ბავშვი ხან ტირის, ხან იღიმის და ხან სწავლობს, მაგრამ რას, ღმერთმა იცის?!

დილით, გაღვიძებისთანავე საქართველოში ვურეკავ დედას, რომელიც კოვიდსასტუმროში “Legend Hotel Batumi” -შია მოთავსებული. შემდეგ ვკითხულობ მამაჩემის ამბავს, რომელიც მესამე დღეა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, რადგან კოვიდ19, ჰო ვირუსი გაურთულდა!!! შემდეგ ვრეკავ ძმასთან და ვკითხულობ მის მდგომარეობას (ტემპერატურა, სიმპტომები, ტკივილები…), ასევე ჩემი რძლის ამბავს და ასევე ჩემი 12 წლის ძმიშვილის პოსტსვირუსულ მდგომარეობას, რომელმაც კუდები დატოვა…

ამ სტრესის და ემოციის მოყოლას ვერ შევძლებ. არ შემიძლია აღვწერო. დიდი შავი მაჯლაჯუნა და ყველანაირი მოჩვენება. არ ვიცი, მაინც არა არის ის, რასაც ვგრძნობ….

და ნახევარი დღეა ვკითხულობ პოსტებს, როგორ აპროტესტებს ადამიანები პირბადის ტარებას?! ვბრაზდები!!! იმ დალოცვილს, ვინც დაინფიცირდა და იმან კიდევ, ჩემი მეზობელი, რომ დააინფიცირა, პირბადე რომ გაეკეთებინა ამ ორკვირიან საინფარქტო დღეებს ხომ ავცდებოდი!

არავის გისურვებთ, ჩემს მდგომარეობაში ყოფნას. იმათაც კი ვისაც ამ პოსტზე გაეცინება!” – წერს ხათუნა შარაძე. 

სხვა სიახლეები

13 ოქტომბერს წიგნის „ვილაპარაკოთ და ვწეროთ ქართულად“ პრეზენტაცია გაიმართება

Editor

ბათუმი პირველ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს

Editor

„სუხიშვილებმა“ საზოგადოებას ახალი პროექტი – „არტეფაქტები“ წარუდგინა

Editor

იტალიაში ქართული ღვინოების ყველაზე დიდი დეგუსტაცია მოეწყო

Editor

„თბილისი – აღმოსავლეთის „ცხელი“ წერტილი“ – საქართველო ფრანგული გამოცემის გვერდებზე

Editor

“კუპატა” კვლავ პოპულარულია – უცხოურ ინტერნეტპორტალზე მისმა ვიდეომ 5 დღეში 37 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა

Editor