3 ნოემბერი ქართული დიპლომატიის დღეა

3 ნოემბერი დიპლომატების პროფესიული დღეა – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს და მიმართვას აქვეყნებს:

“ძვირფასო კოლეგებო და ჩემო მეგობრებო, გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს – ქართული დიპლომატიის დღეს! მეამაყება ვუძღვებოდედა წარმოვადგენდეიმ გუნდს  რომელიც მსოფლიოში არსებული რთული გარემოს მიუხედავად, წარმატებით ახერხებს ქვეყნის წინაშე არსებული ამოცანების და მიზნების გადაწყვეტას, ღირსეულად პოზიციონირებს საქართველოს ინტერესებს გლობალურად და მთელს მსოფლიოს აცნობს ჩვენს სამშობლოს! ამ მხრივ გამონაკლისი არც წლევანდელი წელი იყო, გლობალურმა პანდემიამ დაგვანახა თუ როგორი შემართებით, ერთ მუშტად შეკრული იცავდნენ ქართველი დიპლომატები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის შორეულ სახელმწიფოებში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს და ცდილობდნენ დახმარებოდნენ საქართველოს ამ კრიზისის დაძლევაში. მინდა თითოეულ მათგანს მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის. გლობალური პანდემიის მიუხედავად, ჩვენ არ შეგვიწყვეტია აქტიური მუშაობა საგარეო პოლიტიკური მიმართულებით და 2020 წელს კვლავ გადავდგით ნაბიჯები საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის წარმატებისკენ, ისევე როგორც წარმატებით მოვახერხეთ საერთაშორისო მხარდაჭერის და სოლიდარობის კონსოლიდაცია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის ირგვლივ.

დღევანდელ დღეს არ შეიძლება არ მოვიგონოთ ის ადამიანები, რომლებიც ქართული დიპლომატიის სათავეებში იდგნენ და საკუთარი ცოდნით, ერთგულებით და გამოცდილებით მნიშვნელოვანი გზა გაუკვალესმათ, ვინც დღეს საქმიანობენ საქართველოს დიპლომატიის რიგებში. განსაკუთრებით მინდა მივესალმო იმ ახალგაზრდებს, ვინც საკუთარ მომავალ პროფესიად აირჩია დიპლომატია, დღეს ჩვენს რიგებშია ან მომავალში შემოგვიერთდება. ჩემი გამოცდილებით – ადამიანის, რომელმაც მთელი ცხოვრება ამ პროფესიას მივუძღვენი, გარწმუნებთ არაფერია იმაზე საამაყო, როდესაც შენი ქვეყნის ინტერესს წარმატებით იცავ და ყოველდღე შრომობ, რათა საქართველოს ეკავოს ღირსეული ადგილი მსოფლიოში. ჩვენმა თაობამ ბევრი და ხშირად წარმოუდგენელიც კი გააკეთა იმისთვის, რომ დღეს ჩვენს სამშობლოს მთელს მსოფლიოში იცნობენ, როგორც წარმატებულ, დემოკრატიულ, ევროკავშირის ასოცირებულ და ნატოს ასპირანტ ქვეყანას და აღიარებენ საქართველოს ლეგიტიმურ მიზანს გახდეს ამ ორგანიზაციების ღირსეული წევრი! ჩვენმა ხელისუფლებამ გააჟღერა ამბიციური გადაწყვეტილება 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთების შესახებ! ეს მიზანი, განსაკუთრებით დიპლომატიური სამსახურის მხრიდან, მოითხოვს დიდ შრომას და ამ გზაზე ჩვენს ქვეყანას თქვენი იმედი აქვს!” – ნათქვამია მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.