ქართველი მუსიკოსი ათენიდან, რომელმაც ბერძნები ქართულად აამღერა და ემიგრანტ ბავშვებს ქართული მუსიკა შეაყვარა

ირმა აროშვილი-მატაკაკი ქართველი ემიგრანტია საბერძნეთში, რომელსაც ბერძნული მუსიკალური სამყარო კარგად იცნობს. ის საქართველოშიც აქტიურად იყო ჩართული მუსიკალურ სფეროში, მათ შორის ის ხელმძღვანელობდა გოგონათა კვარტეტ ,,ხმებს’’. დღეს ქართული კულტურის პოპულარიზაციას ეწევა საბერძნეთში.

მის სახელს არაერთი საინტერესო პროექტი უკავშირდება  და არაერთი უცხოელიც აამღერა ქართულ ენაზე, მათ  შორის ცნობილი ბერძენი მუსიკოსებიც. ასევე საბერძნეთში დაბადებულ ქართველ ემიგრანტ ბავშვებს ასწავლის ქართულ ხალხურ სიმღერებს და საკრავებზე დაკვრას. მისი მოსწავლები ხშირად მონაწილეობენ პრესტიჟულ კონკურსებსა და პროექტებში და იმარჯვებენ კიდეც. აღსანიშნავია ისიც, რომ ირმა მატაკაკი 12 ინსტრუმენტზე უკრავს და მის გზას აგრძელებენ უკვე შვილებიც. შემოქმედებით საქმიანობაზე უფრო დაწვრილებით, ის თავად საუბრობს ვიდეობლოგში.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები