შენობები, რომლებმაც შექმნეს მსოფლიო არქიტექტურის ისტორია
სხვადასხვა დროსა და ეპოქაში, სხვადასხვა ტექნიკითა და არქიტექტურით აგებული ეს შენობები დღემდე აღფრთოვანებას იწვევს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ ნაგებობებმა მსოფლიო არქიტექტურის ისტორია შექმნეს.
1. დღეს შემორჩენილი ეგვიპტის ასამდე პირამიდიდან ყველაზე დიდი და აღსანიშნავია გიზის პირამიდები. მათ შორის ყველაზე დიდია ფარაონ ხეოფსის პირამიდა. იგი ააშენეს ქრ. შ-მდეXXVI საუკუნეში. მისი აღმშენებელი იყო ხემიუნი, პირამიდის სიმაღლე იყო 147 (ამჟამად 136) მეტრი, თითოეული გვერდის სიგრძე 230 მეტრია. მას გარშემო რომ შემოუაროთ, კილომეტრზე მეტი უნდა გაიაროთ. პირამიდის ასაშენებლად დაიხარჯა 2300000 ლოდი, რომლებიც დღესაც ისეთი სიზუსტით ერწყმიან ერთმანეთს, რომ მათ შორის ნემსსაც ვერ გაატარებთ.
2. სფინქსი — მითური არსება, რომელსაც ლომის ტანი და ადამიანის თავი ჰქონდა. სფინქსის ყველაზე ცნობილი ქანდაკება, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია მდებარეობს გიზასდიდი პირამიდის სამხრეთით. იგი გამოკვეთეს დაახლოებით ძვ. წ. 2500 წელს, რათა დაეცვა პირამიდა.
3. პართენონი — ძვ. წ. V საუკუნეში ათენის აკროპოლისზე აგებული ათენას ტაძარი. იგი ყველაზე კარგად ცნობილი დღემდე მოღწეული ძველი ბერძნული ნაგებობაა და საყოველთაოდ ითვლება ბერძნული არქიტექტურის უნატიფესნიმუშად. მისი დეკორატიული სკულპტურები ბერძნული ხელოვნების მწვერვალს წარმოადგენს. პართენონიძველი საბერძნეთისა და ათენის დემოკრატიის სიმბოლოდ ითვლება და ის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კულტურული მონუმენტია.
4. ჩინეთის დიდი კედელი — ჩინური სამხედრო ნაგებობა, უდიდესი არქიტექტურული ძეგლი. მდებარეობს ჩრდილოეთ ჩინეთში და მიუყვება აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით 8851,9 კმ-ის სიგრძეზე. გარკვეულ მანძილზე კედელი უახლოვდება პეკინს. სხვა მონაცემებით, კედლის სიგრძე თავიდან ბოლომდე ყოფილა 21 196 კმ.
5. აკომა — ინდიელთა პუებლო („დაბა“) ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-მექსიკოს შტატის დასავლეთ-ცენტრალურნაწილში. მდებარეობს რეზერვაციის ტერიტორიაზე ქალაქ ალბუკერკეს დასავლეთით, 89 კმ-ზე. იგი ასევე ცნობილია სკაი-სიტის(„Sky City“) სახელწოდებით.
აკომასპუებლო შედგება ქვიშაქვის ციცაბო გორაკზე (სიმაღლე — 109 მ) ტერასებად განლაგებული ქვითა და ალიზით ნაშენები ტრადიციული სახლებისგან. პირველი დასახლება აქ X საუკუნეში გაჩნდა და აშშ-ის ტერიტორიაზე უძველეს უწყვეტად დასახლებულ ადგილად ითვლება. 1540 წელს ესპანელი ფრანცისკო ვასკესდე კორონადო მას მსოფლიოში ყველაზე კარგად გამაგრებულ თავდაცვით ადგილად მოიხსენიებდა. 1629-1641წლებში მისიონერებმასან-ესტებან-დელ-რეის სახელით ცნობილი ეკლესია ააგეს. პუებლოაშშ-ის ეროვნული ისტორიული ძეგლების ნუსხაშია შეტანილი.
6. კოლიზეუმი – გიგანტური ამფითეატრი, ძველი რომის არქიტექტურული ძეგლი გეგმით ელიფსურიშენობის) შუაში მოთავსებული არენის ირგვლივ 4 იარუსად, საფეხურისებრ, განლაგებულია მაყურებელთა ადგილები (დაახლოებით 45-დან 50 ათასამდე). ძირითადად ეთმობოდა გლადიატორების ბრძოლის სანახაობებს. კოლიზეუმი მდებარეობდა რომაული ფორუმის მარჯვნივ და მისი მშენებლობა დაიწყო 70-სა – 72 წელს იმპერატორ ვესპასიანეს ზეობის დროს. კოლიზეუმი მშენებლობა დასრულდა იმპერატორი ტიტუსის დროს და შემდგომი ცვლილებები შეტანილი იქნა იმპერატორი დომიციანეს ზეობისას. კოლიზეუმი რამდენიმეჯერ დააზიანა მიწისძვრამ, თუმცა დღეს იგი რომის სიმბოლოს წარმოადგენს.
7. მონ-სენ-მიშელი — საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე წმინდა მიქაელის მთა, ციხე-სიმაგრედ გადაქცეული პატარა კლდოვანი კუნძული. რუკაზე ჩანს 109 წლიდან. დღესდღეობით ითვლის 80 მცხოვრებს. 1879 წლიდან კუნძულს და კონტინენტს აერთებს დამბა. 1874 წელს კუნძული არქიტექტურის ძეგლადაა მიჩნეული, 1979 წლიდან – იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად.
8. აია-სოფია — ყოფილი ბიზანტიური მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც მოგვიანებით მეჩეთად გადაკეთდა ოსმალთა მიერ, შემდეგ მუზეუმი იყო, ამჟამად კი მეჩეთია ქალაქ სტამბოლში, თურქეთი. მას უნივერსალურად მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ შენობად მიიჩნევენ და ხშირად მსოფლიოს მერვე საოცრებად მოიხსენიებენ. კონსტანტინოპოლის დაცემისას მისი ოსმანთა ხელში გადასვლა ბერძნული მართლმადიდებლური ქრისტიანული სარწმუნოების მიერ უდიდეს ტრაგედიად არის მიჩნეული. ვიდრე კონსტანტინოპოლი დაეცემოდა იყო ერთ-ერთი უმთავრესი მართლმადიდებლური ტაძარი.
9. პიზის დახრილი კოშკი — სამრეკლო კოშკი, პიზის ეკლესიის ანსამბლის ნაწილი. საკმაოდ ცნობილია მსოფლიოს მასშტაბით შემთხვევითი დახრილობის გამო. კოშკის დახრა პრაქტიკულად დაიწყო მშენებლობის დასრულებისთანავე. დახრის პროცესი დასრულდა 2008 წელს.
კოშკს გააჩნია 294 საფეხური. კოშკის სიმაღლე ყველაზე დაბალ მხარეს შექდგენს55,86, ხოლო ყველაზე მაღალ მხარეს 56,7 მეტრს. შენობის მასაა 14 453 ტონა, ხოლო დახრილობა შეადგენს 3,54°-ს
კოშკის მშენებლობა იყოფა ორ ნაწილად. იწყება 1173 წლის 9 აგვისტოს და ორი დიდი შესვენების ჩათვლით გრძელდება თითქმის 200 წელი. დასრულდა 1360 წელს. კოშკი აშენებულია თეთრი მარმარილოს ქვით. პირველი სართული თაღოვანია, ხოლო დანარჩენი სართულები გარშემორტყმულია გალერეებით.
10. პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, აგრეთვე ცნობილი როგორც ნოტრ-დამი — გოტიკური საკათედრო ტაძარი პარიზის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე სენაში მდებარე კუნძულ სიტეზე. ის დღემდე მოქმედი რომაულ-კათოლიკური კათედრალია (პარიზის ეპარქიის). პარიზის ნოტრ-დამი ფრანგული გოთიკური არქიტექტურის ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ ნიმუშად ითვლება.
რუბრიკის მხარდამჭერია "მეტი დეველოპმენტი", კომპანია, რომელსაც ემიგრანტები ენდობიან.