“მე სხვის სახლში ჩემს ქვეყანას წარმოვადგენ” – ემიგრანტის წერილი 

იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის, ხათუნა შარაძის წერილი

“დაბადების დღეს გილოცავთ, ბატონო ექიმო! როცა დავბერდები, მინდა თქვენნაირი მოხუცი ვიყო!

მე, ქვეყნის ბოლოდან, ცხრა მთის იქიდან მოსული ადამიანი ვარ. იმ ქვეყნიდან, რომლის შესახებაც ბევრი არაფერი იცით, ამიტომაც ვალდებული ვარ, ვიყო კეთილსინდისიერი და სამაგალითო. მე თქვენს სახლში ჩემს ქვეყანას წარმოვადგენ და თუ თუნდაც ერთ ადამიანს კარგ შთაბეჭდილებას დავუტოვებ, ნიშნავს, რომ საქართველო გაგაცანით, წარმოგიდგინეთ. მე ქართველი ვარ და ეს ავტომატურად ნიშნავს ამაყ და გულზვიადადამიანს, რომელსაც განსაცდელი ვერ დააჩოქებს.

თქვენ ვერასდროს დამინახავთ მე. თქვენ უბრალოდ დამიმახსოვრებთ. დაიმახსოვრებთ ჩემს ხმას და ხელებს, რომლებიც თქვენი საჭეა. თუ ამ სამყაროში ყველაფრის მნიშვნელობაზე ვისაუბრებთ, თუ ყველაფერს ვიზუალურ ეფექტებამდედავიყვანთ, ჩვენს შემთხვევაში ჩიხში აღმოვჩნდებით.

საჩუქარი, რომელსაც პატივისცემის გამოხატვის მიზნით ჩუქნიან ხოლმე, ჩემი სიტყვებია. თქვენ არ შეგიძლიათ დაინახოთ მზე, მაგრამ მზესავით ანათებთ. ამიტომაც გწერთ წერილს, რომელსაც მოისმენთ და შეეცდებით გონებაში დამინახოთ. სიტყვებს გჩუქნით, მე ისინი ყოველთვის მშველიან!

თქვენ, იმ კითხვების პასუხი ხართ, რომლის ახსნა ყოველთვის მიჭირდა. ჩემი რებუსიც ამოვხსენი. ჩემს ირგვლივ გოლიათების სამყაროა. მე ვხედავ სხვებს, სხვები ვერ მხედავენ!

თქვენი საიუბილეო თარიღი, უსასრულობის ნიშნის ორი ციფრისგანშედეგება. ორი რვიანის დიდი გაერთიანება. მე კიდევ ერთი იმდენი და ერთი რვიანითმეტი უნდა ვიცოცხლო, რომ დაგეწიოთ. მე მინდა ხანგრძლივი სიცოცხლე, რადგან შვილიშვილებს უნდა მოვუყვე ქართველებმა რა შევძელით! როგორ წამოვაყენეთ სამშობლო! როგორ მოვიპოვეთ დემოკრატია და ადამიანების უფლებების უზენაესობა! მე მიყვარს საქართველო და ის შეძლებს ანათოს, როგორც მზემ!

ღმერთი ადამიანს ემსახურება, მაგრამ ის მოსამსახურე არ არის!” 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.