ინფორმაცია საბერძნეთში მცხოვრები ქართველებისთვის

ათენის ადვოკატთა ასოციაციის და საემიგრაციო პოლიტიკის ცენტრალურ სამდივნოს წარმომადგენლებს შორის შედგა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი პაატა სიმსივე სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

“გაცნობებთ დღევანდელი განცხადების მოკლე შინაარსს:

– დაუშვებელია ის მდგომარეობა რომელიც 7 წლიანებზეა შექმნილი. კერძოდ ის, რომ არსებული რანდევუებით საბუთების ჩაბარება ვერ ხერხდება და ვერც ახალი რანდევუები ინიშნება. სამინისტროს წარმომადგენელთა მხრიდან ითქვა, რომ მიმდინარეობს რამედენიმე ტექნიკური დეტალის დახვეწა და მალე შესაძლებელი იქნება ელექტრონული წესით რანდევუს დანიშვნა.

– ასევე მიუღებლად ჩაითვალა ის მდგომარეობა როდესაც ადამიანები თვეობით ელოდებიან რანდევუს დანიშვნას და ამასობაში ან ვიზა უმთავრდებათ ან ადია დიამონი და ფაქტიურად რჩებიან არალეგალები.

– იმ ბინადრობის უფლებებს (ადია დიამონებს) რომლებიც გადავადდა 31-12-2020-მდე მალე შეეძლებათ დანიშნონ რანდევუ გადასავადებლად.

– როდესაც იქნება ახალი რანდევუს დანიშვნის საშუალება მოხდება შესაბამისი განცხადების გაკეთება 1 დღით ადრე მაინც, რომ ყველამ წინასწარ იცოდეს ამის შეახებ და მოემზადოს შესაბამისად.”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.