გერმანია კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებებს ამკაცრებს

28 ოქტომბერს გერმანიის კანცლერი და ფედერალური მიწების პრემიერ-მინისტრები კორონავირუსის პანდემიის საწინააღმდეგო ახალ ღონისძიებებზე შეთანხმდნენ.

2 ნოემბრიდან დაიკეტება რესტორნები, კინოები, თეატრები და სხვა გასართობი დაწესებულებები, სასტუმროებს კი აღარ ექნებათ ტურისტების მიღების უფლება.

სკოლები და საცალო ვაჭრობის ობიექტები ღია დარჩება. მთავრობა მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ კერძო შეხვედრებისაგან. საჯარო სივრცეებში დასაშვებია მხოლოდ ათამდე პირის შეკრება ორი სხვადასხვა ოჯახიდან. შეზღუდვების კონტროლს ფედერალური მიწების ადგილობრივი პოლიციის გარდა განახორციელებს ასევე ფედერალური პოლიცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.