მაჭახელას ხეობაში ეთნოსოფლის მშენებლობა დაიწყო

ტურიზმის განვითარების, ეკონომიკური აქტივობის ზრდის, გარემოს დაცვისა და ასევე ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების მიზნით მაჭახელას ხეობაში ეთნოსოფლის მშენებლობა დაიწყო.

პროექტი მიმართულია ხეობის უნიკალური კულტურულ–ეთნოგრაფიული ფასეულობების, ისტორიისა და ტრადიციების მაქსიმალური დაცვისა და არსებული ლანდშაფტის შენარჩუნებისკენ.

პროექტი თანამედროვე სტანდარტების საინფორმაციო ცენტრის მშენებლობით დაიწყო, რომელიც სრულად 2021 წლის სექტემბერში დასრულდება. მაჭახელას საინფორმაციო ცენტრში მოეწყობა სამუშაო და საგამოფენო სივრცეები, ასევე საკონფერენციო დარბაზი.

გაეროს განვითარების პროგრამა მაჭახელას ხეობისთვის დაცული ლანდშაფტის სტატუსის მინიჭებაზე მუშაობს.

მაჭახელას ულამაზეს ხეობა ტურისტებისთვის კიდევ ერთი მიმზიდველი ადგილი გახდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.