ბადაგონის კიდევ ერთი დიდი წარმატება ლონდონში

„ბადაგონი ბრუტი” – პირველი ქართული ცქრიალა ღვინოა, რომელმაც საერთაშორისო კონკურსზე “Glass of Bubbly” – “Golden Trophy” მიიღო.

ამ დიდი წარმატების პარალელურად, ბადაგონის ცქრიალა ღვინოები „მაესტრო” როზე და “მაესტრო” ნახევრად ტკბილი ოქროს მედლით დაჯილდოვდა.

„Glass of Bubbly” – შამპანურისა და ცქრიალა ღვინის საერთაშორისო კონკურსია, რომელიც ლონდონში ყოველწლიურად იმართება. გამარჯვებულებს კი ცნობილი ენოლოგების, სომელიეებისა და ღვინის ექსპერტებისაგან შემდგარი ჟიური ადგენს.

კომპანია „ბადაგონი“ 2006 წელს დაარსდა და დღესდღეობით მთელს აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ღვინის საწარმოს ფლობს. კომპანია „ბადაგონის“ პროდუქციის ასორტიმენტი მოიცავს ღვინოებს, ცქრიალა ღვინოებსა და ჭაჭას. „ბადაგონი“ ფლობს 400 ჰა-მდე ვენახებს  კახეთის ყველა მიკროზონაში და ქმნის ღვინოს ყურძნის მხოლოდ ქართული ჯიშებისაგან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.