“განსაკუთრებით თვალში საცემი იყო ახალგაზრდა ამომრჩევლების სიმრავლე” – ჯონი აფაქიძე ბერლინიდან
2020 წლის 31 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნები საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე ამ დრომდე მიმდინარეობს. ემიგრანტებსა და უცხოეთში დროებით მყოფ იმ მოქალაქეებს, რომლებმაც საჭირო პროცედურები 10 ოქტომბრამდე გაიარეს, ხმის მიცემა 57 უბანზე შეუძლიათ. ერთ-ერთი ასეთი უბანი ბერლინში საქართველოს შენობაშია გახსნილი. სწორედ ამ უბანზე მისცა ხმა ისტორიის დოქტორმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილმა რექტორმა ჯონი აფაქიძემ.
“დღეს მოვიხადე ჩემი მოქალაქეობრივი ვალი! ვიყავი ბერლინში, საქართველოს საელჩოში განთავსებულ მე-14 საარჩევნო უბანზე. დაახლოებით ნახევარი საათი მომიწია ლოდინმა. ბევრი ხალხი იყო, განსაკუთრებით თვალში საცემი იყო ახალგაზრდა ამომრჩევლების სიმრავლე.
ვუსურვებ ჩემს ლამაზ სამშობლოს ნათელ მომავალს, აყვავებასა და ყოველივე კარგს!
P.S. რადგანაც დღეს ისტორიული არჩევნებია, სამახსოვროდ წამოვიღე ე.წ. ერთჯერადი კალამი, რომელიც კომისიის ერთ-ერთმა წევრმა თავაზიანად შემოთავაზაწასაღებად” – წერს ჯონი აფაქიძე სოციალურ ქსელში