დანიაში საქართველოს შესახებ ლექცია გაიმართა 

მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს, დანიის ქალაქ ორჰუსში, ახალგაზრდული ორგანიზაცია “სილბა“-ს („ინიციატივა დიალოგისა და დემოკრატიისათვის“) ორგანიზებით, საქართველოს შესახებ გაიმართა ღონისძიება, რომელზეც ქვეყნის განვითარების პროცესების თაობაზე ლექცია წაიკითხა დანიის სამეფოში საქართველოს ელჩმა, გიგი გიგიაძემ.

ლექციაზე გიგი გიგიაძემ ისაუბრა საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე, ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებზე, უსაფრთხოების გამოწვევებსა და ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკურ პროცესებზე.

ლექციის შემდეგ გაიმართა კითხვა-პასუხის სესია, რომელზეც დანიელი და საერთაშორისო სტუდენტები დაინტერესდნენ საქართველოში ეკონომიკური განვითარების პროცესებით, მედია პლურალიზმით, წინასაარჩევნო გარემოთი, რუსული ჰიბრიდული ომის ელემენტებით და რეგიონში არსებული უსაფრთხოების სხვა გამოწვევებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.