“თქვენ ხართ ვენახი ძვირფასო ქუთაისელებო და ქალაქი თქვენი საწნახელი პოეტური სიტყვის და ძალის”

პროექტის – “ლექსი კედელზე” ფარგლებში ქუთაისში, გრიშაშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის კედელზე ზურაბ რთველიაშვილის ლექსი განთავსდა. ღონისძიება ახალგაზრდა მეღვინეების მხარდაჭერითა და თორნიკე ღვინიანიძის ორგანიზებით მოეწყო. საღამოს თავად ზურაბ რთველიაშვილიც დაესწრო.

პოეტმა ქუთაისელებს თავისი კრებულიდან ლექსები წაუკითხა და მადლობა გადაუხადა თბილი დამოკიდებულებისთვის.

“თქვენ ხართ ვენახი ძვირფასო ქუთაისელებო და ქალაქი თქვენი საწნახელი პოეტური სიტყვის და ძალის, მადლობა თქვენ ასეთი

დიდი სიყვარულისთვის და პატივისცემისთვის”,- ამბობს პოეტი.

ზურაბ რთველიაშვილი წლების განმავლობაში შვედეთში, სტოკჰოლმში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.

პროექტის “ლექსი კედელზე” ავტორი პოეტი შალვა კამლაძეა.

წყარო: რეგიონული კვირა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.