31 ოქტომბერს სლოვაკეთში საყოველთაო ტესტირება ჩატარდება – რა უნდა იცოდნენ ქართველმა ემიგრანტებმა 

2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში დანიშნულია საპარლამენტო არჩევნები, შესაბამისად, სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში გახსნილი იქნება N 43 საარჩევნო უბანი (მისამართი: Michalska N 9, 811 01 Bratislava).

სლოვაკეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წლის 31 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს სლოვაკეთის რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე დაგეგმილია საყოველთაო ტესტირება, რომელიც სავალდებულოა სლოვაკეთში მცხოვრები ყველა პირისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, აუცილებელია პირთა 10-დღიან თვითიზოლაციაში გადასვლა.

საქართველოს იმ მოქალაქეებმა, ვინც მონაწილეობას მიიღებს 31 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში, გარეთ გასვლისას თან უნდა იქონიოს COVID ტესტის უარყოფითი პასუხი (საყოველთაო ანტიგენის ტესტირება ან PCR ტესტირება), წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია, დაჯარიმდნენ 1659 ევროს ოდენობის ჯარიმით.

თუკი საარჩევნო უბნისკენ გადაადგილებისას შეგექმნებათ რაიმე სახის პრობლემა, გთხოვთ დაუკავშირდეთ საქართველოს საკონსულოს ცხელი ხაზის ნომერზე: +421 918 66 30 08.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები