ლუკა ჩიქოვანი იტალიურ ფილმში იულიუს კეისრის როლს შეასრულებს

იტალიაში მცხოვრებ ქართველ მსახიობ ლუკა ჩიქოვანს რეჟისორ ჯოვანი ტროილოს ფილმში „რომის ძალა“ (Рower of Rome) იღებენ. ინფორმაცია ამის შესახებ მსახიობმა თავის Instagram გვერდზე გამოაქვეყნა და რამდენიმე ფოტოც დაურთო.

„შეასრულო იმპერატორ ავგუსტუსის როლი დიდი პასუხისმგებლობაა და დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენ მოგეწონებათ ამ სასწაული როლის ჩემი შესრულება. ეს ჩემთვის უზარმაზარი პატივია! ედოარდო ლეოსთან და დიდ რეჟისორ ჯოვანი ტროილოსთან მუშაობა ძალიან სასიამოვნო იყო“, – წერს ლუკა.

ლუკა ჩიქოვანი ადრე გადაიღეს იტალიელი რეჟისორის, ალიჩე როხვალერის ფილმში „ბედნიერი ლაზარე“. ამ ფილმმა კანის ფესტივალზე  საუკეთესო სცენარის პრიზი მიიღო.

ლუკა ჩიქოვანი  თბილისში დაიბადა, ახლა კი დედასთან ერთად  იტალიაში ცხოვრობს და მუშაობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები