ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტების დიზაინზე კონკურსს აცხადებს

საქართველოს ეროვნული ბანკი ახალი საკოლექციო მონეტების დიზაინის შექმნის მიზნით კონკურსს აცხადებს. 

კონკურსი ცხადდება ორ თემაზე: „დავით აღმაშენებელი“ და „თამარ მეფე“.

 „ამ ფორმით ქართული ეროვნული ვალუტა კიდევ ერთხელ შეუწყობს ხელს ქვეყნის ისტორიული წარსულის პოპულარიზებას. მსგავსად მოთხრობილი და გამთლიანებული ქვეყნის ისტორია კი უკვე თავისთავად შეიძლება იქნას აღქმული, როგორც კონკრეტული გზავნილი თანამედროვეობისადმი“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

აღნიშნული სერიის ფარგლებში დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის თემებზე საკოლექციო დანიშნულების მონეტების გამოშვება 2021 წელს არის დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.