დღეს იტალიური ენის მსოფლიო კვირეულის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

დღეს სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის შიდა ეზოში, იტალიური ენისა და კულტურის ცენტრ “მინერვასთან“ თანამშრომლობით იტალიური ენის მსოფლიო კვირეულის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში ჩატარებულ სამ კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები (სამივე კონკურსი წლევანდელი კვირეულის თემატიკას, ჯანი როდარის ზღაპრებით შთაგონებული ილუსტრაციების, იტალიისადმი მიძღვნილი გრაფიტისა და კომიქსების შექმნას უკავშირდებოდა). ასევე, დაჯილდოვდნენ ბავშვები, რომლებმაც გაიმარჯვეს დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის მიერ ორგანიზებულ ორ კონკურსში (როდარის პოეზიის კითხვა და დასურათება).

ღონისძიებაზე ელჩმა ენრიკო ვალვომ იტალიის პრეზიდენტის სერჯო მატარელას მიერ მინიჭებული იტალიის ვარსკვლავის კავალერის ორდენი გადასცა ეკოს, პაზოლინის, კალვინოს, ტაბუკისა და მაცუკოს ნაწარმოებების შესანიშნავ მთარგმნელს, ხათუნა ცხადაძეს, საქართველოში იტალიური კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.