ფილმები, რომლებმაც დოკუმენტური კინოხელოვნება შექმნეს – “ჯიმ შვანთე” “ნიუიორკერის” სიაში 

ნიუიორკერი“ არის ყოველკვირეული ლიტერატურულ-პუბლიცისტური ჟურნალი ინტელექტუალებისთვის, რომელიც 1925 წლიდან გამოდის. 14 ოქტომბრის ნომერში ჟურნალისტი, რიჩარდ ბროდი დოკუმენტური კინოს იმ 62 ნიმუშის შესახებ წერს, რომლებმაც დოკუმენტური კინოხელოვნება შექმნეს, მათ შორის ქართული სურათი “ჯიმ შვანთე” , იგივე “მარილი სვანეთს” მოხვდა. 

პოპულარული გამოცემის ვრცელი სტატია მიხეილ კალატოზოვის მიერ 1930 წელს გადაღებული ქართული ფილმით იწყება.  ავტორი ქრონოლოგიური თანმიმდევრობით მიმოიხილავს ფილმებს და მათ შესახებ მკითხველს მოკლე ინფორმაციასაც აწვდის.

ქართულ დოკუმენტურ ფილმში ასახულია ის მკაცრი და აუტანელი პირობები, რომელშიც სვანეთის მოსახლეობას უხდება ცხოვრება. სხვა გასაჭირთან ერთად, სვანების პრობლემა მარილის უქონლობაა – მოსახლეობა ჩადის ბარში, რათა მარილი შეიძინოს, უგზოობის გამო კი ბევრი მათგანი იღუპება. ფილმის მიხედვით საბჭოთა ხელისუფლებას მოსახლეობის დასახმარებლად სვანეთში გზა გაჰყავს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები