სლაიდერი წერილები

“ნეტავ დამესიზმროს ჩემი საქართველო” – ემიგრანტის წერილი 

ცხოვრება ემიგრაციაში გაცილებით რთულია, ვიდრე ეს შორიდან ჩანს – მძიმე სამუშაოს არანაკლებ მძიმე სულიერი მდგომარეობა ემატება, სახლის, ოჯახისა და ახლობლების მონატრება კი არასდროს ნელდება. როგორც ემიგრანტები ამბობენ, საქართველოში სხვანაირად თენდება და ღამდება, დღეც სხვანაირია და ღამეც. შეიძლება, ეს მართლაც ასეა, ან იქნებ მათ ეჩვენებათ ასე ყოველი წვრილმანი დეტალის უსაზღვრო მონატრების გამო. 

“ჩვენთან ახლა ღამეა, მაგრამ სახლებში არავინაა გამოკეტილი… ეზოებში ან დომინოს ან ნარდს თამაშობს სამეზობლო… ქალები ყავას მიირთმევენ და დღის ამბებს განიხილავენ. 

დიახ, ახლა ღამეა და ჩვენთან ღამეც უფრო თბილია, სასიამოვნო სიო წამოუბერავსხოლმე. ჩვენთან ახლა ღამეა, უფრო უკუნი ღამე და ძაღლების ყეფა არ ნელდება. თუ ქუჩაში ვინმემ გაიარა, მაშინ მით უმეტეს, გაუჩერებლად ყეფენ, სანამ თვალს არ მოეფარება ის უცხო. სოფლებში, ხეებზე, თვალდახუჭულქათმებს ძინავთ… მახსენდება მამაჩემის სიხარული, როცა პირველი შვილიშვილი ბიჭი, ჩემი ნიკუშა მოევლინა ქვეყანას,ხიდან ღამით დიდი მამალი ჩამოიყვანა, დაკლა და დედაჩემს მიაწოდა – კარგი სუფრა გამიწყვესიდონიაო… მერე თოფს ისროდნენ მეზობლის მოზრდილი ბიჭი და მამაჩემი, ყველას რომ გაეგო ჩვენი ოჯახის სიხარული… ხო, ეს შუაღამეს ხდებოდა… ეს ჩვენთან ხდებოდა, ჩვენს საქართველოში. 

ქეიფი იყო დილამდე და არც არავინ იწყენდა, არც არავის ეძინებოდა, მეზობლის პატარა ბაღნებისგარდა, რომლებიც იქვე ტელევიზორს მიჯდომოდნენდა ბარკალს და ხაჭაპურს შეექცეოდნენ ნახევრად ძილისაგან დახუჭული თვალებით…

ჩვენთან სხვანაირი ღამე იცის ნამდვილად, ვიდრე ახლა აქ, ამ “ცივილიზებულ ევროპაში”… ვზივარ ჩემი ოთახის აივანზე, პლედი შემოხვეული მაქვს ბეჭებზე და ვათვალიერებ უბანს, აღმართული მაღალი კორპუსებით სავსეს. აივლიანგზაზე ახალგაზრდა, მოზარდი გოგო-ბიჭები,ალბათ სადმე კლუბში მიდიან. ერთმანეთს მოურიდებლად გზაშივე კოცნიან და ეფერებიან, ასე გამოხატავენ სიყვარულს… 

ახლა აქაც ღამეა და მე წერისას შემცივდა, მიჯდება ტელეფონიც… შევალ, დავიძინებ, იქნებ ჩემი საქართველო დამესიზმროს… ჩემი სოფელი, სადაც გავიზარდე, ჩემი საბრალო მამა დამესიზმროსიქნება… ახლა ღამეა და მე, როგორც არასდროს, ისე მომინდა ჩემს სახლში, ჩემს საწოლში ძილი, ჩემს გაწეწილ გოგოსთან და ჩემს ლაბრადორთანერთად…

თეონა ჭანტურია - ქართველი ემიგრანტი იტალიიდან

სხვა სიახლეები

ანა ალექსანდრია ახალი ბანკირების მსოფლიო ოცეულში მოხვდა

Editor

18 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა

Editor

სულიკო ჟღენტის სახელობის კინომუზეუმი შეიქმნება

Editor

სად არის თქვენი სახლი?

Editor

დღე მეათე – ბრძოლა სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის

Editor

 „გაიცანი შენი თბილისი“ – ახალი პროექტი მეგზურთა მხარდასაჭერად​

Editor