„Art Market Budapesht“-ზე  ორი ქართველი მხატვრის ნამუშევრები გამოიფინა 

22 ოქტომბერს ქალაქ ბუდაპეშტში გაიხსნა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო  გამოფენა „Art Market Budapesht 2020”, რომელშიც მონაწილეობას იღებს უნგრეთში მოღვაწე ორი ქართველი ხელოვანი – თამარ ბარნოვი და სოფიო მაღალაშვილი.

ქართველ ხელოვანებს აღნიშნულ გამოფენაზე თელავის ქეთევან იაშვილის სახელობის სამხატვრო გალერეა წარადგენს. პროექტი ხორციელდება უნგრეთში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის რუსუდან მარგიანისადა ხელოვნების კურატორის, სალომე ღვინიაშვილის ორგანიზებითა და უნგრეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით.

თამარ ბარნოვისა და სოფიო მაღალაშვილის ნამუშევრების ნახვა „Art Market Budapesht“-ზე  (Millenáris Park) 25 ოქტომბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. თანამედროვე ხელოვნების გამოფენა „Art Market Budapesht“ უნგრეთში 2011 წლიდან, ყოველწლიურად ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.