ინფორმაცია ლომბარდიის, ლაციოსა და კამპანიის რეგიონებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ

იტალიაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, საღამოს საათებში, აღნიშნულ რეგიონებში გამოცხადებული კომენდანტის საათის გამო: ლაციოს რეგიონში: 24.00-5.00; ლომბარდიის რეგიონში:23.00-5.00; კამპანიის რეგიონში: 23.00-5.00 გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევებისა და მოტივაციის დროს:

  • დადასტურებული სამუშაო საჭიროებები;
  • აბსოლუტური გადაუდებლობა ან აუცილებლობა;
  • ჯანმრთელობის მიზეზები.

შესაბამისად, „აღნიშნულ საათებში გადაადგილებისას, თან უნდა იქონიოთ სპეციალური ავტოსერთიფიკატი, რომელიც შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ აქ: https://www.interno.gov.it/…/modello_autodichiarazione_edit…

აღნიშნული მოდული, შემოწმებისას, თან აქვთ სამართალდამცავი ორგანების წარმომადგენლებსაც და შეგიძლიათ ადგილზეც შეავსოთ!

გაითვალისწინეთ, რომ მოტივაციის გარეშე გადაადგილების გამო დაგეკისრებათ ჯარიმა 400 დან 3000 ევრომდე!“ – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები