ახალი ამბები განათლება სლაიდერი

“ცისკარში”, იტალიის საელჩოს მხარდაჭერით, პროექტის „კომიქსი მუზეუმებში“ პრეზენტაცია გაიმართა

2001 წლიდან, მთელს მსოფლიოში, ყოველწლიურად, იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პატრონაჟით,  იტალიური ენის კვირეული აღინიშნება.

მეოცე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, იტალიურ სკოლა “ცისკარში” წელს, 21 ოქტომბერს, საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერითა და თანადგომით, პროექტის „კომიქსი მუზეუმებში“ პრეზენტაცია ჩატარდა.

პროექტის ფარგლებში პედაგოგებმა მოსწავლეებს წარუდგინეს იტალიის მუზეუმების უჩვეულო პრეზენტაციები, რომლებსაც ცნობილმა იტალიელემა გრაფიკოსებმა 51 ბროშურისგან შემდგარი კომიქსების სერია მიუძღვნა. აჩვენეს სხვადასხვა ვიდეორგოლები, მათ შორის ნაჩვენები იყო ქ. რომის ტრაიანეს არქეოლოგიური მუზეუმი, რომლის მიხედვით მესამე კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგების დავიდე დოჩჩიოლის და ქეთევან სიხარულიძის ხელმძღვანელობით,  კომიქსები ნახატების სახით, ხოლო მეექვსე კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ეკა ლაგვილავას ხელმძღვანელობით კომიქსები – კომპიუტერული სახით შექმნეს.

პროექტის მიზანი იყო სწავლებაში კომიქსების გამოყენებით, მუზეუმების სამყაროში მოსწავლეთა მოგზაურობა და იტალიის მუზეუმების უკეთ გაცნობა.

სხვა სიახლეები

გერმანიის ქალაქ კიოლნში ქართული კვირეული გაიხსნა

Editor

ჩვენი საუკუნის “ფესვები” – ბაბუისათვის მიცემული პირობის ასასრულებლად სამშობლოში დაბრუნებული ალექსანდრეს გზა ემიგრაციიდან პრეზიდენტის სასახლემდე

Editor

ყავის ქართული კომპანია „მეამას“ შენობა კონკურსში „Architizer A+Awards“ გამარჯვებისთვის იბრძვის

Editor

საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ

Editor

“სურვილები საქართველოდან”- 36 ქართველი ხელოვანის ერთობლივი გამოფენა ბერლინში

Editor

ლეგენდარული ქართველი მოცურავე შვეიცარიაში იასპარეზებს 

Editor