„შალომ კლუბ სამცხე-ჯავახეთი“ გაიხსნა

ისრაელის საელჩომ Mashav-თან ერთად „შალომ კლუბ სამცხე-ჯავახეთი“ გახსნა. ეს არის MASHAV-ის (ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო) მე-6 „შალომ კლუბი“ რომელიც საქართველოში ბოლო თვეების განმავლობაში დაარსდა. „შალომ კლუბების“ ჩამოყალიბება ხორციელდება Mashav-კურსდამთავრებულების მიერ და მიზნად ისახავს ისრაელში მიღებული გამოცდილებით ადგილობრივი თემის ხელშეწყობას მეურნეობის, განათლების და სოციალ საკითხებში.

„20-22 ოქტომბრის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთს ისრაელის ელჩი სტუმრობდა. ვიზიტის მიზანი იყო რეგიონის ეკონომიკურ პოტენციალთან გაცნობა შემდეგი განვითარებისა და თანამშრომლობის პერსპექტივით. ამ მიზნით დაგეგმილი იყო შეხვედრები ოფიციალურ პირებთან, ტურისტული ლოკაციების მონახულება და ადგილობრივი მეწარმეების გაცნობა.“     – ნათქვამია ისრაელის საელჩოს განცხადებაში.

ვიზიტს ორგანიზებას უწევდა სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.