კვიპროსში საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ

კვიპროსში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით კვიპროსის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭომ მიიღო ახალი გადაწყვეტილებები, რომლებიც იმოქმედებს 23 ოქტომბრიდან 9 ნოემბრამდე:

  1. დაშვებულია მაქსიმუმ 10 ადამიანის შეკრება (როგორც სახლში, ისე გარეთ; შეზღუდვა არ ეხება კვების ობიექტებს);
  2. კვების ობიექტებში დაშვებულია: დახურულ სივრცეში მაქსიმუმ 75 და ღია სივრცეში მაქსიმუმ 150 ადამიანის შეკრება;
  3. რესტორანში ერთ მაგიდასთან მსხდომ პირთა მაქსიმალური რაოდენობა უნდა იყოს 6;
  4. ეკლესიებში რელიგიური ღვთისმსახურება იმართება კვიპროსის წმინდა სამთავარეპისკოპოსოს მითითებების შესაბამისად;
  5. სპორტული ღონისძიებები იმართება მაყურებლის გარეშე;
  6. დახურულ და ღია კინოთეატრებში/თეატრებში დაშვებულია მაყურებლის მაქსიმუმ 50%;
  7. იკრძალება ქორწილთან ან ნათლობასთან დაკავშირებული წვეულებები. დაშვებულია დასწრება (მაქსიმუმ 350 ადამიანი) მხოლოდ ქორწილის/ნათლობის ვახშამზე;
  8. სუპერმარკეტები და აფთიაქები სამუშაო დღის დაწყებიდან დილის 9 საათამდე მოემსახურება მხოლოდ 60 წელს გადაცილებულ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს;
  9. პირბადის ტარება სავალდებულო ხდება გარე სივრცეშიც, ყველა პირისთვის 12 წლის ასაკიდან.

ზემოაღნიშნულის გარდა, ბოლო პერიოდში კორონავირუსის მომატებული შემთხვევების გამო, ლიმასოლისა და პაფოსის ოლქებში დაწესდა დამატებითი შეზღუდვები:

  1. ყველა სახის კვების ობიექტის მუშაობა დაშვებულია 22:30 სთ.-მდე, ხოლო აღნიშნული დროის შემდეგ შესაძლებელია სახლში მიტანის მომსახურებით სარგებლობა;
  2. იკრძალება გარეთ გასვლა საღამოს 11 სთ.-დან დილის 5 სთ.-მდე, გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა (სამედიცინო მიზნით: აფთიაქში/საავადმყოფოში ან/და სამუშაო მიზნით), რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი დოკუმენტით;
  3. 18 წლამდე ასაკის ბავშვების ყველა სახის სპორტული თუ სოციალური აქტივობა დროებით შეჩერებულია;
  4. 18 წლამდე სპორტსმენების იმ გუნდების სპორტული ღონისძიებები, რომლებიც განლაგებულია ლიმასოლისა და პაფოსის ოლქებში, დროებით შეჩერებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.