საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში PCR–ტესტით შემოვლენ თვითიზოლაციაში გადავლენ

საზღვარგარეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები PCR–ტესტის უარყოფითი პასუხის წარმოდგენის შემთხვევაში სავალდებულო კარანტინის ნაცვლად თვითიზოლაციას დაექვემდებარებიან. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

ეს წესი ეხება ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსულ საქართველოს მოქალაქეს.

„ეს ეხება ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსულ საქართველოს მოქალაქეს, აქ არ იგულისხმება მხოლოდ ის ქვეყნები, რომლებთანაც ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე გვაქვს ურთიერთობა, ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსული საქართველოს მოქალაქე, ვისაც ექნება ტესტი, წავა თვითიზოლაციაში ნაცვლად კარანტინისა“, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.

იმ შემთხვევაში კი, თუ მათ არ ექნებათ PCR–ტესტის პასუხი, ისინი საკარანტინო სივრცეში გადავლენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.