საერთაშორისო ფესტივალი Doclisboa საქართველოს მასშტაბურ რეტროსპექტივას უძღვნის

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი Doclisboa წელს მეთვრამეტედ აიღებს სტარტს. კორონავირუსის პანდემიის გამო იგი წელს ონლაინ ტარდება. ამას გარდა, სიახლეა ისიც, რომ ფესტივალის ორგანიზატორებმა Doclisboa-ს პროგრამა ექვს ნაწილად დაყვეს და კინომოყვარულებს ოქტომბრიდან მარტის ჩათვლით დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ჰპირდებიან.

ფესტივალი 22 ოქტომბერს გაიხსნება და კინომოყვარულებს პროგრამის პირველ ნაწილს 1 ნოემბრის ჩათვლით შესთავაზებს. სწორედ ამ პერიოდში ყურადღება საქართველოს მიმართ იქნება მიპყრობილი.

უწყვეტი მოგზაურობა – ამაღელვებელი ქართული კინოს რეტროსპექტივა – ასე უწოდეს ორგანიზატორებმა იმ მასშტაბურ რეტროსპექტივას, რომელსაც კინოფესტივალი წელს საქართველოს მიუძღვნის. რეტროსპექტივა დააკავშირებს წარსულსა და აწმყოს და ფესტივალის სტუმრებს შესთავაზებს ქართულ ფილმებს დაწყებული უხმო კინოს პერიოდიდან, დასრულებული თანამედროვე ნამუშევრებით.

„ქართული კინოს მრავალწლიანი ისტორია მრავალფეროვანი პროგრამით იქნება წარმოდგენილი. იგი გააერთიანებს შემდეგ მხატვრულ, დოკუმენტურ და ანიმაციურ ფილმებს:

“ლექსი ვეფხვისა და მოყმისა” (2014), რეჟისორი მარიამ კანდელაკი;

„ელისო“ (1928), რეჟისორი ნიკოლოზ შენგელაია;

„ბუბა“ (1930), რეჟისორი ნუცა ღოღობერიძე;

„ჯიმ შვანთე“ (მარილი სვანეთს) (1930), რეჟისორი მიხეილ კალატოზოვი;

„გოგონა და შადრევანი“ (1967), რეჟისორი კარლო სულაკაური;

„გრძელი ნათელი დღეები“ (2013), რეჟისორები: ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი;

„უკანასკნელი ჯვაროსნები“ (1933), რეჟისორი სიკო დოლიძე;

„კოლმეურნის ჰიგიენა“ (1934), რეჟისორი ვახტანგ შველიძე;

„დილის რომანსი“ (1996), რეჟისორი ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი;

„როცა დედამიწა მსუბუქია“ (2015) – რეჟისორები: სალომე მაჩაიძე, თამუნა ქარუმიძე, დავით მესხი;

„კომუნარის ჩიბუხი“ (1929) – რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი;

„ჩემი ბებია“ (1929) – კოტე მიქაბერიძე;

„წუნა და წრუწუნა“ (1955) – რეჟისორი არკადი ხინთიბიძე;

„კომბლე“ (1979) – რეჟისორი გივი კასრაძე;

„ბებო“ (2013) – რეჟისორი სანდრო ქათამაშვილი;

„ლი.ლე“ (2017) – რეჟისორი ნათია ნიკოლაშვილი;

„მეთევზე და გოგონა“ (2018) – რეჟისორი ნათია ნიკოლაშვილი;

„ქრისტინე“ (1916) – რეჟისორი ალექსანდრე წუწუნავა;

„მზაღო და გელა“ (1934) – რეჟისორები: ლევ პუში და შალვა ხუსკივაძე;

„სიმინდის კუნძული“ (2014) – რეჟისორი გიორგი ოვაშვილი;

„პონტო – შავი, შავი ზღვა“ (2001) – ნოდარ ბეგიაშვილი;

„მოცურავე“ (1981) – რეჟისორი ირაკლი კვირიკაძე;

„მოგზაურობა სოპოტში“ (1980) – რეჟისორი ნანა ჯორჯაძე;

„უკანასკნელნი“ (2006) – რეჟისორი ალექსანდრე რეხვიაშვილი;

„არაბესკები ფიროსმანის თემაზე“ (1985) – რეჟისორი სერგო ფარაჯანოვი;

„ფიროსმანი“ (1969) – რეჟისორი გიორგი შენგელაია;

„არაჩვეულებრივი გამოფენა (1968) – რეჟისორი ელდარ შენგელაია;

„რა-ნი-ნა“ (1974) – რეჟისორი მიხეილ ბახანოვი;

„ძველი ქართული სიმღერა“ (1969) – რეჟისორი ოთარ იოსელიანი;

„ნერგები“(1972) – რეჟისორი რეზო ჩხეიძე;

„ქოლგა“ (1966) – რეჟისორი მიხეილ კობახიძე;

„რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ (1978) – რეჟისორი ლანა ღოღობერიძე;

„ჭირი“ (1983) – რეჟისორი დავით თაყაიშვილი;

„ბო-ბო“ (1985) – რეჟისორი ლევან ჭყონია;

„სხვისი სახლი“ (2016) – რეჟისორი რუსუდან გლურჯიძე;

„მეკვლე“ (1981) – რეჟისორი გოდერძი ჩოხელი;

„ჩასარბენი ციხე“ (2018) – რეჟისორი სალომე ჯაში;

„მე გადავცურე ენგური“ (2016) – რეჟისორი ანუნა ბუკია;

„ერთი ნახვით შეყვარება“ (1975) – რეჟისორი რეზო ესაძე;

„ომის იავნანა“ (2019) – რეჟისორი იანა უგრეხელიძე;

„დედე“ (2017) – რეჟისორი მარიამ ხაჭვანი;

„ტარიელ მკლავაძის მკვლელობის საქმე“ (1925) – რეჟისორი ივანე პერესტიანი;

„გზაზე“ (2003) – რეჟისორი მიხეილ კობახიძე;

„ოქროს ძაფი“ (2019) – რეჟისორი ლანა ღოღობერიძე;

აღსანიშნავია, რომ წელს ფესტივალის ინდუსტრიული სექცია Nebulae საქართველოს, ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით, მოწვეული ქვეყნის სტატუსით უმასპინძლებს. ფოკუსში ყოფნა გულისხმობს ქართული ფილმების 8 პროექტის პრეზენტაციას უცხოელი კინემატოგრაფისტების წინაშე და არაერთი საინტერესო პანელ დისკუსიის მოწყობას ქართველი კინემატოგრაფისტების მონაწილეობით. ასევე, 1 ნოემბერს გაიმართება დისკუსია მრგვალი მაგიდის ფორმატში ქართული კინოს გარშემო.“ – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.