ემიგრანტული ცხოვრების ერთი დღის უბრალო ისტორია

ემიგრანტული ცხოვრების ერთი დღის უბრალო ისტორია – ქუჩაში ნაპოვნი ტელეფონი და მადლიერებით მიღებული ბედნიერება. პოსტი სოციალურ ქსელში ირინა იოსებაშვილმა გამოაქვეყნა.

„ტელეფონი ვნახე ქუჩაში დავარდნილი…

წამოვიღე სახლში და  ოჯახის უფროსს ვთხოვე პატრონთან დაერეკა. ტელეფონს რომ დახედა ეს ძალიან ძვირიანია და იცი რომ შეიძლება მილიციაში ქონდეს დარეკილიო?

კი არ მომიპარავს მოვიდეს მილიცია და ვეტყვი სადაც იყო, იქ კამერებია და მნახავენთქო…

პირველად ვიჯავრე კარგი საქციელი ისეთი სტრესი მივიღე.

ბოლოსდაბოლოს ცოლმა დაარეკინა. ნომრებში მონახეს ,,მამა,, დაურეკეს, ისე გაუხარდა ადამიანს ათასი მადლობა გადაუხადა და მალევე მოვიდნენ წასაღებად.

კიდე კარგი იკადრა და უთხრა ოჯახში დამხმარე გოგო გვყავს, მან ნახაო…

მოვიდა დიდი მადლობა გადამიხადა, ეროვნება მკითხა…

ქართველის გაგონებაზე ცოტა არ იყოს დაიბნა…

მერე კი მითხრა – ყველას ვეტყვი, რომ ქართველები კარგი ადამიანები ყოფილანო..

სახლში შემოსულმა ტირილი ვერ შევიკავე.

რა გატირებსო მკითხეს, ასეთი კარგ რაღაცეებზე მეტირება, კარგს რომ გავაკეთებთქო…

პატარა გოგონა ვისაც ვზრდი მეუბნება, შენ ხომ მასწავლე რომ რაც შენ არ გინდა გაგიკეთონ , იმას ნუ გაუკეთებ სხვასო…

რომ არ დამეწერა არ შემეძლო.

კი არაფერი მაგრამ, ამ წუთში ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ არსებობს…

გეფიცებით იმოდენა დადებითი მუხტი მივიღე გადახდილი მადლობიდან მთელი ცხოვრება გამყვება.”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.