ბულგარეთში ნიღბის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება 

22 ოქტომბრიდან ბულგარეთში დამცავი ნიღბების ტარება სავალდებულო იქნება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეებში. ამის შესახებ განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა კოსტადინ ანგელოვმა 20 ოქტომბერს.

განცხადება ბულგარეთში ბოლო კვირის ტენდენციის ფონზე კორონავირუსის ახალი შემთხვევების სტაბილური ზრდის გამო გაკეთდა. ნიღბების ტარება სავალდებულო იქნება ნოემბრის ბოლომდე, თუ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უცვლელი დარჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები