1-ლი ნოემბრიდან 10 ქალაქის მიმართულებით რეგულარული ფრენები აღდგება
„იზოლაციისადა კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში მორიგი ცვლილებები 19 ოქტომბერს შევიდა, ცვლილების მიხედვით, საქართველო რეგულარული ფრენებისთვის ნაწილობრივ იხსნება.
2020 წლის 1-ლი ნოემბრიდან აღდგება ის პირდაპირი რეგულარული საერთაშორისო რეისები, რომლებიც სრულდება თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტსა და შემდეგ აეროპორტებს შორის:
- დოჰა
- ვარშავა
- ათენი
- ამსტერდამი
- ვენა
- ბერლინი
- მილანი
ასევე, ფრენები,რომლებიც სრულდება ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტსა და შემდეგ აეროპორტებს შორის:
- კატოვიცე
- ვილნიუსი
- დორტმუნდი