შეხვედრა „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ კონკურსის გამარჯვებულებთან

2020 წლის 18 ოქტომბერს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ კონსტანტინიდმა, საბერძნეთში ვიზიტის ფარგლებში,  საქართველოს საელჩოში შეხვედრა გამართა სახელმწიფო საგრანტო პროგრამის – „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ კონკურსის გამარჯვებულებთან.

აღნიშნული პროგრამის მიზანია კორონავირუსის გავრცელების შედეგად შექმნილი კრიზისული ვითარების შემდგომ პერიოდში, ცხოვრებისა და საქმიანობის სათანადო პირობების უზრუნველყოფის მიზნით, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის დახმარების აღმოჩენა. აგრეთვე, ჩვენი თანამემამულეების მიერ დაფუძნებული დიასპორული ორგანიზაციების და შემოქმედებითი ჯგუფების ფუნქციონირების ხელშეწყობა.

შეხვედრის ფარგლებში დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა და წევრებმა ისაუბრეს პროექტების განხორციელების მიმდინარე ეტაპებზე, ასევე პროექტების სამიზნე ჯგუფების აქტუალურ თუ სამომავლო საჭიროებებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.