კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა 2020“ იმპროვიზაციული ტური გაიმართა

სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა 2020“ იმპროვიზაციული ტური გაიმართა. ლიტერატურული კონკურსის იმპროვიზაციული ტური ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, კონკურსის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, წელს უნივერსიტეტის ეზოში ჩატარდა.

იმპროვიზაციულ ტურში მონაწილეობას 10 ფინალისტი იღებდა, რომლებმაც ლიტერატურული ჟიურის მიერ შერჩეულ თემაზე “თეთრი საყელო”, 12 საათის განმავლობაში, ახალ ნაშრომები შექმნეს.

კონკურსის შედეგად გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომელთაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფულადი პრემია 1000, 700 და 500 ლარის ოდენობით და კომპანია სილქნეტის სპეციალური პრიზები გადაეცემათ.

წელს სიახლეა ჟიურის შემადგენლობაშიც, მწერალთა ტრადიციულ სამეულს – დათო ტურაშვილს, თეონა დოლენჯაშვილს და მაკა ლდოკონენს ორი ახალი წევრი – ანა კორძაია-სამადაშვილი და დავით გაბუნია დაემატნენ, ჟიურის შემადგენლობაშია ასევე შარშანდელი გამარჯვებული ცოტნე ავსაჯანიშვილი და ამერიკაში მცხოვრები ქართველი მწერალი დავით ქართველიშვილი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და კომპანია „სილქნეტის“ ერთობლივი პროექტი განკუთვნილია მათთვის, ვინც ქმნის პროზაულ ნაშრომებს, სურს მიიღოს ლიტერატურული გამოცდილება, გაიცნოს სფეროს წარმომადგენლები და გააცნოს თავისი ნაშრომი საქართველოს.

ლეგენდა 2020-ის გამარჯვებული ნოემბერში დასახელდება, იმპროვიზაციულ ტურზე შექმნილი ნაშრომები კი, ტრადიციულ, ყოველწლიურ ბროშურაში დაიბეჭდება, რომელიც კონკურსის დაჯილდოებაზე მოსულ ყველა სტუმარს საჩუქრად გადაეცემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.