დეტალები, რომლებიც ქმნიან სტილს – მეტალის თაროები 

თანამედროვე და დახვეწილი ინტერიერი სახლსა თუ ოფისი დღითი დღე მეტ მნიშვნელობას იძენს. რა თქმა უნდა, ყველას სურს, გარემო, რომელშიც დიდი დროის გატარება უწევს, ლამაზი და ამავდროულად, კომფორტული იყო. ხშირად სივრცე ერთდროულად უნდა ითავსებდეს სამუშაო, გასართობ და მოსასვენებელ ფუნქციას, რისი მიღწევაც ინტერიერის პროექტირებისას ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. 

ბოლო რამდენიმე წელია, დიზაინერების ინტერიერში სიმარტივეს ირჩევენ და ამ გზით ცდილობენ ზემოთ ჩამოთვლილი მიზნების მიღწევას. სიმარტივე, რომელმაც მყუდროება უნდა შექმნას, 21-ე საუკუნის ინტერიერის ერთგვარ ლაითმოტივადაც კი იქცა და სწორედ ამიტომ სულ უფრო მეტად აღმოაჩენთ მინიმალისტურ დიზაინებს, რომლებშიც დიდი ადგილი შეუფუთავ არქიტექტურულ დეტალებს ეთმობა – იქნება ეს სავენტილაციო მილები, ბოძები, აგურის კედლები თუ მეტალის კონსტრუქციები.

თუმცა, მეტალი მხოლოდ ამ შემთხვევაში როდი რჩება ინტერიერში – ავეჯი, რომელსაც მეტალის კონსტრუქცია აქვს, ბოლო წლების ნამდვილი ტრენდია ისევე, როგორც მეტალი თაროები. და თუკი ვთანხმდებით, რომ ხშირად სილამაზე და ელეგანტურობა დეტალებშია, ამ უკანასკნელზე საუბრისას აუცილებლად უნდა ვახსენოთ მეტალის თაროები. თუკი თანამედროვე და დახვეწილი ინტერიერის შექმნა გსურთ, გამოიყენეთ მეტალის თაროები –  გვირჩევენ ინტერიერის დიზაინერები. სწორედ ამიტომ თქვენთვის ასეთი თაროები შევარჩიეთ, რომლებიც ყველა სხვა ღირსებასთან ერთად, ბიუჯეტურობითა და მდგრადობით გამოირჩევიან და ხშირად ტიხრის ფუნქციასაც შესანიშნავად ასრულებენ.

 

რუბრიკის მხარდამჭერია "მეტი დეველოპმენტი"კომპანიარომელსაც ემიგრანტები ენდობიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.