უნივერსიტეტში წიგნის „,SELF MADE – ვინც თავისი თავი შექმნა“ პრეზენტაცია გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წიგნის „,SELF MADE – ვინც თავისი თავი შექმნა“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი ცნობილი რეჟისორის, თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ტელე-კინოხელოვნების მიმართულების ხელმძღვანელისა და თსუ-ის ასოცირებული პროფესორის მერაბ კოკოჩაშვილის 85 წლისთავს მიეძღვნა.

წიგნში მოცემულია ცნობილი რეჟისორის საინტერესო ფაქტები ბიოგრაფიიდან, მეგობრებისა და კოლეგების მოგონებები, ინტერვიუები, საინტერესო შემოქმედებითი მომენტების ამსახველი ფოტოსურათები.

ღონისძიებაზე მერაბ კოკოჩაშვილმა მოწვეულ სტუმრებს მისი დოკუმენტური ფილმი „ღვინის აკვანი“ საჩუქრად გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები