ახალი ამბები დიასპორები სლაიდერი

ქეთი მელუამ ახალი ალბომი ALBUM №8 გამოუშვა

მსოფლიოში აღიარებულმა ქართველმა მომღერალმა ქეთი მელუამ ახალი ალბომი ALBUM №8 გამოუშვა.

ALBUM №8 – ში  10 ახალი კომპოზიცია შევიდა. ეს სიმღერები მან ინგლისსა და საქართველოში დაწერა. ალბომის ჩაწერაში საქართველოს ფილარმონიის ორკესტრი და გორის ქალთა კამერული გუნდი მონაწილეობდნენ.

ახალი ალბომის ერთ – ერთი სიმღერის კლიპი ქეთიმ აჭარაში გადაიღო. გადაღებები მიმდინარეობდა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, ბათუმის ბულვარში, სარფისა და ციხისძირის სანაპიროზე, ასევე სოფელ მერისში.

კლიპის რეჟისორია მარიამ სიჭინავა, ოპერატორი ალექს ომიაძეა. მომღერლის ჩაცმულობაზე ბათუმელმა დიზაინერმა თაკო მექვაბიძემ იზრუნა.

ქეთი მელუას დებიუტი მსოფლიო მუსიკაში 2003 წელს შედგა, როდესაც გამოვიდა მისი პირველი ალბომი Call Off the Search.

სხვა სიახლეები

პიანისტი ფიზიკოსების ოჯახიდან და ახდენილი „ამერიკული ოცნება“

Editor

20 მაისის მონაცემებით სამშობლოში 12,192 მოქალაქე დაბრუნდა

Editor

ანიტას ტრიუმფი ნეაპოლში და აღფრთოვანებული მედიის შეფასებები

Editor

გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის მილოცვა 144 ქართველ მოსწავლეს

Editor

“დარჩი სახლში უდრის დარჩი სიცოცხლესთან, დარჩი ადამიანთან, გნებავთ – დარჩი ღმერთთან” – გიორგი კეკელიძე

Editor

გამოფენა ბიბლიოთეკის ადაპტირებულ სივრცეში

Editor