გურამ ქუთათელაძემ აბუ-დაბიში სადებიუტო ბრძოლა მოიგო

ქართველმა მებრძოლმა გურამ ქუთათელაძემ აბუ-დაბიში UFC-ს სერიის ტურნირზე  სადებიუტო ბრძოლა გამართა და პოლონელ მატეუშ გამროტს სძლია.

მსაჯების აზრი გაიყო, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებით ქუთათელაძემ გაიმარჯვა – 29:28, 28:29, 29:28.

გამროტს ამ შეხვედრამდე ზედიზედ 17 მოგება ჰქონდა, ქუთათელაძეს კი რვა ბრძოლა ჰქონდა მოგებული.

წარმატების მიუხედავად, ქართველი სპორტსმენი თავისი შედეგით უკმაყოფილო დარჩა.

„ეს არ იყო ჩემი ბრძოლა. მე არ მომიგია და არ მიხარია. ეს ის არ იყო, რასაც ველოდი. მატეუშ, შენ ნამდვილი მებრძოლი ხარ – ეს შენი ბრძოლა იყო“, – განაცხადა ბრძოლის შემდეგ ქუთათელაძემ.

MMA-ში ეს  ქართველი მებრძოლის მე-12 გამარჯვებაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.