საქართველოს ელჩი თურქეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება 

18 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 14:00 საათზე, ქალაქ ანკარაში საქართველოს საელჩოში გაიმართება საქართველოს ელჩისა და კონსულის შეხვედრა თანამემამულეებთან.

შეხვედრაზე საქართველოს მოქალაქეებს მიეცემათ შესაძლებლობა, გაესაუბრონ საქართველოს ელჩსა და კონსულს მათთვის აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა საკონსულო თემატიკა, გლობალური პანდემიის შედეგად წარმოქმნილი სირთულეები და სხვა.

კორონავირუსის  გავრცელების პრევენციის მიზნით, თურქეთის რესპუბლიკაში მოქმედი რეგულაციების შესაბამისად, შეხვედრაზე დაცული უნდა იქნას სოციალური დისტანცია და უსაფრთხოების სხვა ზომები. შესაბამისად, შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა წინასწარ უნდა აცნობონ აღნიშნულის თაობაზე თურქეთში საქართველოს საელჩოს ტელეფონის შემდეგ ნომრებზე: +90 533 690 30 40 ან +90 539 220 82 80 ან +90 533 607 08 09.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები