დეა კულუმბეგაშვილი კანის კინოფესტივალის ჟიურის წევრი იქნება

დეა კულუმბეგაშვილი კანის კინოფესტივალის 2020 წლის სპეციალური გამოშვების ერთ-ერთი სექციის ჟიურის წევრი იქნება. იგი, კოლეგებთან ერთად, შეაფასებს მოკლემეტრაჟიანი ფილმებისა და Cinéfondation-ის კინოსკოლის საკონკურსო სექციის ნამუშევრებს.

აღსანიშნავია, რომ კანის კინოფესტივალის 2020 წლის სპეციალური გამოშვების ნაწილი იქნება დეა კულუმბეგაშვილის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმი “დასაწყისი”, რომელიც უკვე არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. ფილმს კინოფესტივალის მთავარ კონკურსში აჩვენებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები