ახალი ამბები ტურიზმი

საქართველო ევროპის გასტრონომიულ ჩემპიონატში მონაწილეობს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, პირველად საქართველო Bocuse d’Or ევროპის გასტრონომიულ ჩემპიონატზე წარდგა. შეფ-მზარეულების შეჯიბრი ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარეობს და მასში 20 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს. შეფ-მზარაეულები 2 დღის განმავლობაში ერთმანეთს ეჯიბრებიან – გამარჯვებულების ვინაობა კი  3 ნოემბერს გახდება ცნობილი.

“ჩემპიონატში მონაწილეობა საქართველოს საშუალებას აძლევს უნიკალური ნიშა დაიკავოს მსოფლიო გასტრონომიულ რუკაზე. საერთაშორისო გასტრონომიულ ღონისძიებაზე წარდგენა ხელს უწყობს ქართული კერძების ცნობადობის გაზრდას მთელ მსოფლიოში, გასტრო-ტურიზმის პოპულარიზაციას საქართველოში და მომავალში მეტი ტურისტის მოზიდვას” – ამბობენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.

საქართველოს გუნდის სახელით, ჩემპიონატზე ქვეყანას წარმოადგენენ: პირველი Bocuse d’Or საქართველოს გამარჯვებული ერიკ სარქისიანი, Bocuse d’Or საქართველოს პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, გუნდის მწვრთნელი ირაკლი თოდაძე და დამხმარე მზარეული – ლუკა ხინკალაძე.

სხვა სიახლეები

ბულგარული გამოცემა:” ქართულ სამზარეულოში თავმოყრილია ამიერკავკასიის, აზიის და შავი ზღვის რეგიონის სამზარეულოთა საუკეთესო ტრადიციები“

Editor

”მე მალე დავბრუნდები უკან…”

Editor

,,ქართულ კვირასა“ და ასოციაცია ,,თვისტომს“ შორის, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

Editor

88 წლის ქართველი პაციენტი კორონავირუსისაგან გამოჯანმრთელდა

Editor

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ მისიებში სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა

Editor

დემნა გვასალიას შოუ VOGUE-ს რეიტინგში მესამე ადგილზეა

Editor