ახალი ამბები საქართველო და ქართველები სლაიდერი

„აწარმოე საქართველოში“ 2020 WTPO Awards-ის გამარჯვებულია

14 ოქტომბერს გამართულ  World Trade Promotions (WTPO) Awards 2020-ზე სააგენტო „აწარმოე საქართველოში“  საუკეთესო ექსპორტის მხარდამჭერ სააგენტოდ დასახელდა. ცერემონიაზე, ჯილდოები, საქართველოსთან ერთად, შვედეთსა და კოსტა რიკასაც გადაეცათ.

„აწარმოე საქართველოში“ ერთ-ერთი იყო 18 ფინალისტ სააგენტოს შორის, ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა: ავსტრია, ჰოლანდია, ლიეტუვა, პორტუგალია და შვედეთი.

ფინალისტებისა და გამარჯვებული ორგანიზაციების შერჩევის პროცესში ჩართულები იყვნენ საერთაშორისო ექსპერტები ექსპორტისა და ვაჭრობის კუთხით. ღონისძიებას კი წამყვანი კომპანიები და საჯარო დაწესებულებები აკვირდებიან.

„ასეთი დონის საერთაშორისო აღიარება, საქართველოს კიდევ ერთი წარმატებაა, რაც აუცილებლად დადებითად იმოქმედებს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაზე”, – აცხადებს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი.

WTPO Awards პრესტიჟული, ტრანსნაციონალური კონკურსია, რომელიც 2004 წელს შეიქმნა ვაჭრობის ხელშემწყობ ორგანიზაციებს შორის საუკეთესოების გამოსავლენად. წელს, ღონისძიებაში 60 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას, რაც უპრეცენდენტოდ მაღალი რიცხვია, მთელი ისტორიის მანძილზე.

WTPO Awards-ს  გაერთიანებული ერებისა და მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის საერთო სააგენტო – „საერთაშორისო სავაჭრო ცენტრი“ ატარებს. სააგენტო მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესის ინტერნაციონალიზაციის მხარდაჭერას და აქტიურად თანამშრომლობს სახელმწიფო სააგენტოებთან, ყველა კონტინენტზე.

სხვა სიახლეები

უკრაინული “ვოისის” ქართველმა გამარჯვებულმა ქარელის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისთვის საქველმოქმედო აქცია მოაწყო

Editor

“გროშობით შეკრებილი ფულით ჩავყარეთ საძირკველი”- როგორ შენდებოდა პირველი ქართული უნივერსიტეტი

Editor

„ედუქეარ ჯორჯიას“ პროექტი ევროპული სკოლისა და დავით ბეჟუაშვილის ფონდის მხარდაჭერით დასრულდა

Editor

აშშ-ში მცხოვრები ქართველებისათვის ონლაინკონსულტაციას მამუკა მაჩაიძე ჩაატარებს

Editor

წამიღოს წყალმა, რომელსაც ასი ათასობით ქართველი ემიგრანტი მიჰყვება…

Editor

სიყვარულით ამერიკიდან

Editor