მამუკა კაპანაძის გამოფენა ციურიხში გაიმართა

მიმდინარე წლის 2-4 ოქტომბერს, ციურიხის ხელოვნების პრესტიჟული საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში Zurich Art International, ქართველი  მხატვრის,  ბატონი მამუკა კაპანაძის გამოფენა მოეწყო.

მამუკა კაპანაძე ასევე ესწრებოდა 2 ოქტომბერს აღნიშნული გამოფენის ფარგლებში მოწყობილ მიღებასაც, რომლის ინიციატორი იყო შვეიცარიაში მოღვაწე ქართველი მხატვარი ქალბატონი მაკა დადიანი, ხოლო თანაორგანიზატორი გახლდათ საქართველოს საელჩო.

„შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩო გულითადად უსურვებს ბატონ მამუკა კაპანაძეს  შემდგომ  წარმატებებს  მის შემოქმედებაში.“ – ნათქვამია შვეიცარიაში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.