ახალი ამბები დიასპორები სლაიდერი ყველა სიახლე

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ახალი ჩარტერული რეისები დაინიშნა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ახალი ჩარტერული რეისები დაინიშნა. ოქტომბრის ავიარეისების განრიგს კიდევ ოთხი რეისი დაემატა: პარიზი, ათენი, რომი, ვარშავა.

პარიზი

თბილისი-პარიზი-თბილისის ჩარტერული ფრენა ავიაკომპანია Georgian Airways-მა დანიშნა. რეისი 20 ოქტომბერს შესრულდება. გაფრენა თბილისის აეროპორტიდან 08:15 საათზე იქნება, პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში ჩაფრენა კი 11:15 საათზე პარიზის დროით.

ათენი

თბილისიდან ათენის მიმართულებით ფრენა 23 ოქტომბერს შესრულდება. ჩარტერულ რეისს Myway Airlines-ი შეასრულებს. გამგზავრება თბილისიდან 07:00 საათზე, ათენში ჩაფრენა კი 09:00 საათზე საბერძნეთის დროით.

რომი

თბილისი-რომის საჰაერო ხაზზე ჩარტერულ ფრენას ისევ ავიაკომპანია Myway Airlines-ი შეასრულებს. თბილისიდან გაფრენა 25 ოქტომბერს 07:00 საათზე იქნება, რომში ჩაფრენა კი 09:15 საათზე იტალიის დროით.

ვარშავა

თბილისი-ვარშავის ჩარტერული ფრენების განრიგს კიდევ ორი რეისი დაემატა. 28 ოქტომბერს ავაირეისს ავიაკომპანია LOT-ი შეასრულებს. შემდეგი რეისის შესრულებას კი Myway Airlines-ი გეგმავს 30 ოქტომბერს.

28 ოქტომბრის ფრენა დადასტურებულია და ავიაბილეთებიც უკვე გაყიდვაშია. ხოლო 30 ოქტომბრის რეისს ჯერჯერობით საბოლოო დადასტურება არ აქვს, ამიტომ ამ ეტაპზე მხოლოდ წინასწარ დაჯავშნაა შესაძლებელი.

სხვა სიახლეები

როგორ მარტივდება საზღვარგარეთ მყოფთათვის მოქალაქეობის დაბრუნების პროცედურები

Editor

29 თებერვალს რუსთაველი კალიგრაფების ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება

Editor

დარჩი სახლში, უყურე ქართულ კინოს!

Editor

ვირტუალური გამოფენა “ერეკლე II და მისი გამოცემები”

Editor

“გაათავისუფლე შენი ხმა” – სიმღერის ვორქშოპი

Editor

საფერავით აღფრთოვანებული გერმანელი ექსპერტები

Editor