ზაზა ურუშაძის ფილმი “ანტონი” ტორონტოს ებრაულ კინოფესტივალზე მონაწილეობს 

ტორონტოს ებრაული კინოფესტივალის წლევანდელი გამოშვება ონლაინ იმართება და მასში საერთაშორისოდ  აღიარებული ქართველი რეჟისორის, ზაზა ურუშაძის ბოლო ფილმი – „ანტონი“ მიიღებს მონაწილეობას.

ესაა ორი პატარა ბიჭის მეგობრობის ისტორია, რომელიც მათ გარშემო განვითარებულ დრამატულ მოვლენებზე ძლიერია.  ქართული კინოს ისტორიაში ზაზა ურუშაძე გამორჩეული რეჟისორია, რომლის ნამუშევრებმაც  მაყურებლის სიყვარული და არაერთი საერთაშორისო ჯილდო – „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ ნომინაციები დაიმსახურა.

რეჟისორი 2019 წელს გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.