დანიაში საქართველოს დღეები გაიმართა 

10 ოქტომბერს დანიის ქალაქ ლოგუმკლოსტერში გამართული საქართველოს დღეების ფარგლებში, თანამედროვე საქართველოს შესახებ მოხსენება გააკეთა დანიის სამეფოში საქართველოს ელჩმა. გიგი გიგიაძემ ისაუბრა ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებსა და რუსეთ-საქართველოს-ურთიერთობების ჭრილში განიხილა უსაფრთხოების გამოწვევები. ასევე, მან ისტორიულ კონტექსტში შეაფასა საქართველოს პირველი რესპუბლიკის მნიშვნელობა.

საქართველოს დღეები 9-12 ოქტომბერს გაიმართა ქართულ-დანიური მეგობრობის ჯგუფის ორგანიზებით და მიზნად ისახავდა დანიურ საზოგადოებაში საქართველოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ასევე, ქვეყნის ტურისტული, ეკონომიკური და კულინარიული შესაძლებლობების პოპულარიზებას. ღონისძიების ფარგლებში დანიური აკადემიური წრეებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლების მხრიდან მოხსენებები გაკეთდა საქართველოს ისტორიის, კულტურის, ენის, რელიგიისა და ტრადიციების შესახებ.

ღონისძიებაზე კლასიკური ნაწარმოებები შეასრულა ქართველმა პიანისტმა, ნინო კოტრიკაძემ. საქართველოს დღეები დასრულდა მიღებით, რომელზეც სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და კერძები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.